"დამარცხდება ოლიგარქი, ოლიგარქი, რომელიც ვეღარ იქნება თავსებადი საქართველოს სახელმწიფოსთან" - კვირის პალიტრა

"დამარცხდება ოლიგარქი, ოლიგარქი, რომელიც ვეღარ იქნება თავსებადი საქართველოს სახელმწიფოსთან"

31 წლის წინ, ქართველმა ხალხმა თქვა, რომ სახელმწიფო ხალხს ეკუთვნის. დღეს იგივე თქვა ამ განსხვავებულმა და პატრიოტმა მოსახლეობამ, რომელმაც იგრძნო ყველაზე ღირებული, რაც კი აქვს სახელმწიფოს, რომ თავისუფლება, ევროპული და ეროვნული მომავალი რისკის ქვეშ დგას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „შინ ევროპისკენ“ „ინტერპრესნიუს“ განუცხადა.

მელიას განცხადებით, ამ პროცესიდან გამარჯვებული ქართული საზოგადოება გამოვა, ოლიგარქი კი დამარცხდება.

„დამარცხდება ოლიგარქი, ოლიგარქი, რომელიც ვეღარ იქნება თავსებადი საქართველოს სახელმწიფოსთან, ვინაიდან, ის არის მხოლოდ და მხოლოდ მიმტაცებლობასთან დაკავშირებული, სივერაგესთან ასოცირებული, რომელმაც არ იცის, არ იცოდა და არც უნდა გაიგოს, რა არის სახელმწიფოებრივი საფუძვლები, ქართველი ხალხისგან განსხვავებით.

ეს პროცესი გამარჯვების გარეშე არ დასრულდება. მე არ ვურჩევდი არავის ანალოგიები გაავლოს წინა საპროტესტო აქციებთან, ეს სრულიად განსხვავებულია, ამიტომაც ხედავთ ზღვა რაოდენობის ადამიანს დღეს. ოჯახთან, შვილებთან ერთად ვართ წამოსული რუსთაველის გამზირზე. კონკრეტული გეგმა იქნება, საზოგადოების ფართო ჩართულობით გასაჯაროებული, რასაც ერთად მოვისმენთ“, - განაცხადა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"