ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ აქციის მონაწილეებს მიმართა - კვირის პალიტრა

ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ აქციის მონაწილეებს მიმართა

კარგად იცით, რომ ცოტა კრიტიკულები ვართ თქვენი მთავრობის მიმართ, საქართველოში არსებული ვითარების მიმართ, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს ურთიერთობებს, ჩვენს სურვილს პროგრესს მიაღწიოთ, რომ შეძლოთ ჩვენი, ევროკავშირის ნაწილი გახდეთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ, რუსთაველის გამზირზე ჩართვისას და მიმდინარე აქციის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

ევროპარლამენტარის განცხადებით, ის სრულად უჭერს მხარს საქართველოს და ზრუნავს მის ევროპულ მომავალსა და ევროპულ მისწრაფებაზე. მისი განცხადებით, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობას.

„ჩემთვის ეს არის მომავალი, რადგან დღეს მოხვედით, რომ აჩვენოთ, რა გსურთ მომავალში. ვფიქრობ, იგივე გსურთ. გმადლობთ, რომ ზრუნავთ, გმადლობთ, რომ მოხვედით. მე სრულად გიჭერთ მხარს და ვზრუნავ თქვენს ევროპულ მომავალსა და ევროპულ მისწრაფებაზე. ვფიქრობ, რომ თქვენ არა მხოლოდ უნდა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი, არამედ უნდა ილაპარაკონ თქვენზე, როგორც ქვეყანაზე, როგორც ხალხზე. თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას. რა თქმა უნდა, კარგად იცით, რომ ცოტა კრიტიკულები ვართ თქვენი მთავრობის მიმართ, საქართველოში არსებული ვითარების მიმართ, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს ურთიერთობებს, ჩვენს სურვილს პროგრესს მიაღწიოთ, რომ შეძლოთ ჩვენი, ევროკავშირის ნაწილი გახდეთ. ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენს უკან ვდგავართ რთულ პერიოდშიც და მაშინაც, როცა გაკრიტიკებთ. დარჩით ძლიერები, პროევროპელი იდეალისტები თუ ეს ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც ჩემთვის“, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

"ინტერპრესნიუსი"