რუსული მედიის ინფორმაციით, ანექსირებულმა ყირიმმა ოკუპირებულ ხერსონთან და ზაპოროჟიესთან ინტეგრაციის პროექტები დაიწყო - კვირის პალიტრა

რუსული მედიის ინფორმაციით, ანექსირებულმა ყირიმმა ოკუპირებულ ხერსონთან და ზაპოროჟიესთან ინტეგრაციის პროექტები დაიწყო

რუსეთი მიერ ანექსირებულმა ყირიმმა ოკუპირებულ ხერსონთან და ზაპოროჟიესთან „ინტეგრაციის პროექტები“ დაიწყო.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ყირიმის „მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე“ გიორგი მურადოვმა განაცხადა, რომ “გათავისუფლებულ ტერიტორიებთან“ დამყარდა მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები და სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებასაც ცდილობენ.

„სატრანსპორტო მარშრუტების შექმნა უზრუნველყოფს გათავისუფლებული ტერიტორიებისთვის საკვების, მედიკამენტებისა და ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტ მიწოდებას. ის ასევე გააძლიერებს რეგიონთაშორის კავშირებს სხვადასხვა სფეროში“, - ციტირებს სააგენტო მურადოვს.

შეგახსენებთ, რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა.

IPN