"დედისერთა ვარ, მშობლები ძალიან მიწყობდნენ ხელს... ჩემი ცხოვრება სწორი გზით წავიდა" - როგორ მოხვდა გიორგი ამილახვარი "კომფორტის ზონიდან პოლიტიკურ ქარცეხლში" - კვირის პალიტრა

"დედისერთა ვარ, მშობლები ძალიან მიწყობდნენ ხელს... ჩემი ცხოვრება სწორი გზით წავიდა" - როგორ მოხვდა გიორგი ამილახვარი "კომფორტის ზონიდან პოლიტიკურ ქარცეხლში"

ბავ­შვო­ბა და სტუ­დენ­ტო­ბაც თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ უბან­ში - ვე­რა­ზე გა­ა­ტა­რა, სა­დაც მის ოჯახს თა­ვი­სი პა­ტა­რა სა­ა­მი­ლა­ხო­რო ჰქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად ბნე­ლი 90-ია­ნე­ბი­სა, რო­გორც ამ­ბობს, "სწორ და ნა­თელ გზას" და­ად­გა - წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა სკო­ლაც, უნი­ვერ­სი­ტე­ტიც და სა­მარ­თლის დოქ­ტო­რი გახ­და. გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ჰამ­ბურ­გის მაქსპლან­კის ინ­სტი­ტუ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბიზ­ნეს­ში სცა­და ბედი, დაგ­რო­ვი­ლი კა­პი­ტა­ლი მა­მის და­არ­სე­ბულ ღია უნი­ვერ­სი­ტეტს მო­ახ­მა­რა და მისი რექ­ტო­რიც გახ­და. მერე მე­გობ­რე­ბის თხოვ­ნას დაჰ­ყვა და პო­ლი­ტი­კა­ში მო­ვი­და- რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, "კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან პირ­და­პირ ქარ­ცე­ცხლში გა­და­ეშ­ვა".

"მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მი­ვი­ღე რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, შე­საძ­ლოა, არც ეთან­ხმე­ბოდ­ნენ ჩემს ამ ნა­ბიჯს, მაგ­რამ არას­დროს ვუ­შინ­დე­ბო­დი გა­მოწ­ვე­ვებს, პი­რი­ქით, მი­მაჩ­ნია, რომ გა­მოწ­ვე­ვებ­თან ღირ­სე­უ­ლი გამ­კლა­ვე­ბა სწო­რედ წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რია“. სჯე­რა, რომ გა­უმკლავ­დე­ბა იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რაც გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში გვაქვს და "ამ სის­ტე­მის გან­ვთა­რე­ბა­ში ერთ აგურს" ისიც და­დებს.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თა­ვა­დუ­რი წარ­მო­შო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი AMBEBI.GE-სთან მის ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბარს ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბით იწყებს:

ბავ­შვო­ბა

- და­ვი­ბა­დე და მთე­ლი ბავ­შვო­ბა ვე­რა­ზე გა­ვა­ტა­რე. ვსწავ­ლობ­დი 51-ე სკო­ლა­ში, სა­დაც დედა - რუ­სუ­და­ნი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ას­წავ­ლის. რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, 90-ია­ნე­ბი - უშუ­ქო­ბა, ქუ­ჩა­შიც არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო სი­ტუ­ა­ცია იყო და ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის ვა­ხერ­ხებ­დი, სწავ­ლის­თვის არ მე­ღა­ლა­ტა. დე­დი­სერ­თა ვარ და მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან მი­წყობ­დნენ ხელს. მამა სა­მარ­თლის დოქ­ტო­რია და მა­ში­ნაც საკ­მა­ოდ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და. ვერ ვი­ტყვი, მა­თა­მა­მებ­დნენ, მაგ­რამ ვერც იმას - იმ გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს რა­მეს მაკ­ლებ­დნენ.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სწო­რი გზით წა­ვი­და ჩემი ცხოვ­რე­ბა. როცა და სა­დაც სა­ჭი­რო იყო იმ რთულ პე­რი­ოდ­ში, არა­ფერს ვაკ­ლდე­ბო­დი, რა­საც სწავ­ლა­ში ხელი არ შე­უშ­ლია და სკო­ლა ფრი­ა­დებ­ზეც და­ვამ­თავ­რე. ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვო­ბა მქონ­და, მყავს დიდი სა­მე­გობ­რო წრე. ჩემი ყვე­ლა მე­გო­ბა­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა თა­ვის სფე­რო­ში, კარ­გი ოჯა­ხიშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ, რა­მაც ხელი შეგ­ვი­წყო ერ­თმა­ნე­თის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ამან აგ­ვა­ცი­ლა მა­შინ­დე­ლი ქუ­ჩის ე.წ შავ სამ­ყა­როს. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე კა­ლათ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი. მე­ა­თე კლას­ში სწავ­ლა გა­ვაგ­რძე­ლე ამე­რი­კა­ში. იყო ასე­თი პროგ­რა­მა - "აკა­დე­მი­უ­რი წელი ამე­რი­კა­ში“ და ერთი წელი ტე­ხა­სის შტა­ტის ქა­ლაქ და­ლას­ში, ჰა­ის­ქულ­ში ვის­წავ­ლე. იქაც სკო­ლის კა­ლათ­ბურ­თის გუნ­დის ხუ­თე­ულ­ში ვი­ყა­ვი. ისე კარ­გად ვთა­მა­შობ­დი, სკო­ლამ ამის გამო ფი­ნან­სუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბიც გა­მი­კე­თა...

სტუ­დენ­ტო­ბა

ამე­რი­კი­დან ჩა­მო­ვე­დი და მე-11 კლას­ში იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის­თვის მზა­დე­ბა და­ვი­წყე. ჩემი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი, მეტ­წი­ლად, მა­მის ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. მახ­სოვს, იმ­ხა­ნად თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ძა­ლი­ან დიდი კონ­კურ­სი იყო, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ქუ­ლით ჩა­ვი­რი­ცხე და ისიც წარ­ჩი­ნე­ბით და­ვამ­თავ­რე. ვე­რა­ზე ყაზ­ბე­გის ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დი, სკო­ლაც და უნი­ვერ­სი­ტე­ტიც იქ მქონ­და და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩემ­მა ბავ­შვო­ბა­მაც და სტუ­დენ­ტო­ბა­მაც თბი­ლი­სის ამ ცენ­ტრა­ლურ უბან­ში გა­ი­ა­რა. იმ­ხა­ნად თუ რამე სა­უ­კე­თე­სო ქა­ლა­ქუ­რი ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და, სა­მე­გობ­რო სულ მის ეპი­ცენ­ტრში ვი­ყა­ვით. ამ კუ­თხით ლაღი, ხა­ლი­სი­ა­ნი და ნა­თე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი­სა ქვე­ყა­ნა­ში.

შემ­დეგ ჩა­ვა­ბა­რე სა­დოქ­ტო­რო­ზე ქარ­თულ-ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მო­ვი­პო­ვე გრან­ტი და სწავ­ლა გან­ვაგ­რძე გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ჰამ­ბურ­გში მაქსპლან­კის კერ­ძო და შე­და­რე­ბი­თი სა­მარ­თლის კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტში. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს არის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი მთელს ევ­რო­პა­ში. ჩემი დი­სერ­ტა­ცი­აც იქ დავ­წე­რე ინ­გლი­სურ ენა­ზე, ჩა­მო­ვე­დი და დი­სერ­ტა­ცია და­ვი­ცა­ვი გაუ-ში, იქაც უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა მქონ­და და მო­მე­ნი­ჭა სა­მარ­თლის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი. ყო­ველ­თვის მქონ­და მის­წრა­ფე­ბა ბიზ­ნე­სის­კენ და, შე­სა­ბა­მი­სად, ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მი­ვი­ღე გა­ნათ­ლე­ბა.

რო­გორ და­ვი­წყე ბიზ­ნეს-საქ­მი­ა­ნო­ბა

როცა უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, ერთი წელი ვი­მუ­შა­ვე სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რატ­ში მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლის­ტად ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად, ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ჩემი ად­გი­ლი მა­ინც კერ­ძო სექ­ტო­რი იყო და გა­და­ვე­დი ერთ-ერთი ბალ­ტი­ის­პი­რუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ის მთა­ვარ იუ­რის­ტად. ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მათი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ანუ ქარ­თვე­ლი დი­რექ­ტო­რი გავ­ხდი და, ფაქ­ტობ­რი­ვად, აქე­დან იწყე­ბა ჩემი ბიზ­ნეს-საქ­მი­ა­ნო­ბა. შემ­დგომ მქონ­და არა ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს-პრო­ექ­ტი, ავა­წყეთ სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ქსე­ლი თბი­ლი­სი­ში და წარ­მა­ტე­ბუ­ლად გავ­ყი­დეთ, რა­მაც საკ­მა­ოდ ად­რე­ულ ასაკ­ში დიდი კა­პი­ტა­ლი მო­მი­ტა­ნა. ამის შემ­დგომ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­ვა­ფუძ­ნე სწრა­ფი კვე­ბის ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლი „დე­გუს­ტო“, და ჩემი წილი და­ფუძ­ნე­ბი­დან 2 წე­ლი­წად­ში ასე­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლად გავ­ყი­დე; ანუ ბიზ­ნე­სე­ბის აწყო­ბის და გან­ვი­თა­რე­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­და და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქე­ი­სე­ბიც;

ბიზ­ნესს ვან­ვი­თა­რებ­დი და შემ­დგომ ინ­ვეს­ტო­რებ­ზე ვყიდ­დი, ასე ვაგ­რო­ვებ­დი კა­პი­ტალს. მინ­დო­და დაგ­რო­ვი­ლი კა­პი­ტა­ლი კარგ საქ­მე­ში ჩა­მე­დო. ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო, მი­მაჩ­ნდა და მგო­ნია, მის გა­რე­შე ამ ქვე­ყა­ნას მო­მა­ვა­ლი არ აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, მთე­ლი დაგ­რო­ვი­ლი კა­პი­ტა­ლი, საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხა მა­მას და­ფუძ­ნე­ბულ თბი­ლი­სის ღია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩავ­დე, რო­მე­ლიც მა­შინ გან­ვი­თა­რე­ბას და ახალ-თა­ნა­მედ­რო­ვე კამ­პუსს ითხოვ­და. დი­სერ­ტა­ცია უკვე და­ცუ­ლი მქონ­და, ავა­შე­ნე თბი­ლის­ში ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე სას­წავ­ლო ინფრას­ტურ­ქტუ­რა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩა­ზე და 2016 წლი­დან გა­და­ვე­დი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, თა­ვად და­ვი­წყე მისი მარ­თვა, გავ­ხდი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი. ეს ბიზ­ნე­სიც გან­ვა­ვი­თა­რე და პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლამ­დე გა­ვას­ხვი­სე. 5 წე­ლი­წად­ში მო­ვა­ხერ­ხეთ ის, რომ მო­თხოვ­ნა­დო­ბის თვალ­საზ­რი­სით, თბი­ლი­სის ღია უნი­ვერ­სი­ტე­ტი ხუ­თე­ულ­ში შე­ვი­და. ეს საქ­მი­ა­ნო­ბა ჩემ­თვის გა­ცი­ლე­ბით მეტი იყო, ვიდ­რე ბიზ­ნე­სი იმი­ტომ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი გა­ვა­კე­თეთ. ახალ­მა მფლო­ბე­ლებ­მა უნი­ვერ­სი­ტეტს სა­ხე­ლი გა­და­არ­ქვეს და ახლა მას „ალტე“ ჰქვია. უნი­ვერ­სი­ტე­ტის გას­ხვი­სე­ბა ჩემს პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას არ უკავ­შირ­დე­ბო­და, უბ­რა­ლოდ, ამას და­ემ­თხვა... გააგრძელეთ კითხვა