"მინდა ივანიშვილს ვუთხრა, მთელი ჩვენი ქონების წართმევა რომ გადაწყვიტოს, მაინც არ გადავუხვევთ ჩვენი გზიდან" - კვირის პალიტრა

"მინდა ივანიშვილს ვუთხრა, მთელი ჩვენი ქონების წართმევა რომ გადაწყვიტოს, მაინც არ გადავუხვევთ ჩვენი გზიდან"

მინდა ივანიშვილს ვუთხრა, ჩემი დეკლარაცია არის საჯარო, მთელი ჩვენი ქონების წართმევა რომ გადაწყვიტოს, მაინც არ გადავუხვევთ ჩვენი გზიდან, - ამის შესახებ “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, გააგრძელებენ "ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“.

“ლელოს“ ინფორმაციით, სასამართლომ "თიბისი ბანკის“ აქციონერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის 30 მლნ ლარამდე მისაღები დივიდენდების დაყადაღებასთან დაკავშირებით, შესაბამისი განჩინება "თიბისი ბანკს“ დღეს ჩააბარა.

"ინტერპრესნიუსი"