"ოქროს ბიჭი წაგვართვა დამპალმა სიკვდილმა" - რას წერს ოთო ნემსაძე გარდაცვლილ მომღერალზე?
მომღერალი ლევან კბილაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. რა გახდა ახლგაზრდა ხელოვანის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
"ჩვენო ძმაკაცო ლევან .... ოქროს ბიჭი წაგვართვა დამპალმა სიკვდილმა" - წერს მომღერალი ოთო ნემსაძე "ფეისბუქში".
ლევან კბილაშვილი ქართველმა მსმენელმა 2011 წელს სატელევიზიო მუსიკალური კონკურსიდან, "ჯეოსტარი" გაიცნო.
მაშინ ლევანი მარიტა როხვაძესთან ერთად ფინალშიც გავიდა, თუმცა გამარჯვება მარიტას ხვდა წილად. ლევანი აქტიურად მონაწილეობდა როგორც ქართულ ასევე უცხოურ პროექტებში.