"ოქ­როს ბიჭი წაგ­ვარ­თვა დამ­პალ­მა სიკ­ვდილ­მა" - რას წერს ოთო ნემსაძე გარდაცვლილ მომღერალზე? - კვირის პალიტრა

"ოქ­როს ბიჭი წაგ­ვარ­თვა დამ­პალ­მა სიკ­ვდილ­მა" - რას წერს ოთო ნემსაძე გარდაცვლილ მომღერალზე?

მომ­ღე­რა­ლი ლე­ვან კბი­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ. რა გახ­და ახლგაზ­რდა ხე­ლო­ვა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

"ჩვე­ნო ძმა­კა­ცო ლე­ვან .... ოქ­როს ბიჭი წაგ­ვარ­თვა დამ­პალ­მა სიკ­ვდილ­მა" - წერს მომ­ღე­რა­ლი ოთო ნემ­სა­ძე "ფე­ის­ბუქ­ში".

ლე­ვან კბი­ლაშ­ვი­ლი ქარ­თველ­მა მსმე­ნელ­მა 2011 წელს სა­ტე­ლე­ვი­ზიო მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სი­დან, "ჯე­ოს­ტა­რი" გა­იც­ნო.

მა­შინ ლე­ვა­ნი მა­რი­ტა როხ­ვა­ძეს­თან ერ­თად ფი­ნალ­შიც გა­ვი­და, თუმ­ცა გა­მარ­ჯვე­ბა მა­რი­ტას ხვდა წი­ლად. ლე­ვა­ნი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და რო­გორც ქარ­თულ ასე­ვე უცხო­ურ პრო­ექ­ტებ­ში.