"უკრაინელებმა კუნძულ ზმეინზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც რუსულ ძალებს მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის თავდაცვის უწყება? - კვირის პალიტრა

"უკრაინელებმა კუნძულ ზმეინზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც რუსულ ძალებს მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის თავდაცვის უწყება?

უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინზე ისინი დარტყმებს ახორციელებენ, რის შედეგადაც რუსეთის ძალებს "მნიშვნელოვანი დანაკარგი" აქვთ.

სამხრეთის ოპერაციულმა სარდლობამ, „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში, იერიშის შესახებ ცნობები დაადასტურა, თუმცა დასძინა, რომ დამატებით დეტალებზე ოპერაციის დასრულებამდე არ ისაუბრებდნენ.

როგორც დასავლური მედია წერს, კუნძულმა ზმეინმა პოპულარობა ომის დასაწყისში მოიპოვა, როდესაც რუსული ხომალდი „მოსკოვი“-დან ოკუპანტები უკრაინელ მესაზღვრეებს, დანებებისკენ მოუწოდებდნენ. პასუხად კი - უკრაინელი სამხედროსგან ცნობილი ფრაზა: "Русский военный корабль, иди на х*й“ მიიღეს.

"ინტერპრესნიუსი"