"წინა ღამეს მივიღე მესიჯი მისგან... " - რას წერს ლუბა უსპენსკაია კბილაშვილზე, რომელსაც "უმცროს ძმას" უწოდებდა
გუშინ, ქართული საზოგადოება 31 წლის მომღერლის ლევან კბილაშვილის გარდაცვალებამ შეძრა. ახალგაზრდა შემსრულებელი ბოლო წლები მოსკოვში მოღვაწეობდა. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია, რადგან სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, ლევანის კონცერტიდან, რომელიც წინა დღეს ჰქონდა.
ლევანს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა რუს მომღერალ ლუბა უსპენსკაიასთან. რუსი ვარსკვლავი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლევანი მისთვის უმცროსი ძმა იყო.
ლუბა უსპენსკაია:
- დღეს დავკარგე ჩემი მეგობარი, შეიძლება ითქვას ძმა, ახალგაზრდა, ნიჭიერი, პერსპექტიული არტისტი - ლევან კბილაშვილი... არ მჯერა, რომ ეს მოხდა და ამ სიტყვებს ახლა ვწერ და ცრემლები მომდის, რომელიც ტელეფონის ეკრანზე ეცემა. ბოლოს, წინა ღამეს მივიღე მისგან მესიჯი და ვიდეო მისი კონცერტიდან, დღეს კი აღარ არის ცოცხალი... ვერც ერთი სიტყვით ვერ აღვწერ ჩემს მწუხარებას... სიცარიელეს... არ მჯერა, არ მჯერა, არ მჯერა... მშვიდად განისვენე ჩემო ანგელოზო. საყვარელო სამუდამოდ...
ლუბასა და ლევანის ურთიერთობაზე რუსული მედია ხშირად წერდა. მათი მეგობრობა არაერთხელ გახდა ჭორების მიზეზი, რადგან უსპენსკაია არ მალავდა აღფრთოვანებას ახალგაზრდა შემსრულებლის მიმართ, მას "საოცარი ბიჭი" და "ოქროს თევზიც" კი უწოდა... კბილაშვილი მომღერალს პატივისცემით ეპყრობოდა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მათ შორის მეტი არაფერი იყო, - წერს რუსული მედია.
13 თებერვალს საქართველოში სტუმრობისას გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ ლევანი ლუბა უსპენსკაიას გაცნობის დეტალებს იხსენებდა. (გაგრძელება)