"ივანიშვილმა Credit Suisse-ს ყოფილი ბანკირის თაღლითური სქემის გამო 607 მილიონი დოლარი დაკარგა" - რას წერს Bloomberg-ი - კვირის პალიტრა

"ივანიშვილმა Credit Suisse-ს ყოფილი ბანკირის თაღლითური სქემის გამო 607 მილიონი დოლარი დაკარგა" - რას წერს Bloomberg-ი

"ქარ­თველ­მა მი­ლი­არ­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც შვე­ი­ცა­რი­ულ ბანკს, Credit Suisse-ს უჩი­ვის ბან­კის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის თაღ­ლი­თო­ბის­თვის, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 607 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ფი­ნან­სუ­რი და­ნა­კარ­გი ნახა", - ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა "ბლუმ­ბერ­გი" წერს.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ თავ­და­პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ივა­ნიშ­ვი­ლის ზა­რა­ლი 553-მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენ­და, თუმ­ცა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით და­ნა­კარ­გი თავ­და­პირ­ველ მო­ნა­ცემ­ზე 10 პრო­ცენ­ტით მე­ტია.

რო­გორც "ბლუმ­ბერ­გი“ წერს, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გუ­შინ­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­მელ­საც ბერ­მუ­დის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე, ნა­რინ­დენ ჰარ­გუ­ნი უძღვე­ბო­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მარ­ტში მო­სა­მარ­თლემ Credit Suisse გა­აკ­რი­ტი­კა და თქვა, რომ ბან­კმა "თვა­ლი და­ხუ­ჭა" პატ­რის ლეს­კოდ­რო­ნის თაღ­ლი­თურ და­ნა­შა­ულ­ზე.

ბან­კის ცნო­ბით, ფრან­გი რო­მე­ლიც თაღ­ლი­თურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და და რო­მე­ლიც 2018 წელს გა­ა­სა­მარ­თლეს "მარ­ტო­ხე­ლა მგე­ლი“ იყო და მისი თაღ­ლი­თუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ბან­კმა არა­ფე­რი იცო­და. გააგრძელეთ კითხვა