"კასტილებიანი“ კაცი არის პარტია "ნაციონალური მოძრაობის" სახე" - კვირის პალიტრა

"კასტილებიანი“ კაცი არის პარტია "ნაციონალური მოძრაობის" სახე"

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "კასტილებიანი“ კაცი არის პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ სახე.

როგორც მან პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, "იმისთვის, რომ მიეღოთ საჭირო ჩვენება, გაჰყავდათ გაუბედურებული ადამიანები, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ამის კადრები კი ყველამ ნახა.

"კასტილებიანი“ კაცი არის ამ პარტიის სახე, ძალადობის, წამების, გაუპატიურების. "სკოჩებით“ აბამდნენ და ასე აწამებდნენ. თქვენ ხართ ევროპელები, ეს არის ევროპა? კი ეგაა ხომ?! მაგიტომ სხედხართ მანდ და ისხდებით დიდხანს! ანა წითლიძეს მივმართავ, მეგის ქარდავას მეგობარი ხართ თქვენ! მეგის ქარდავა, დათა ახალია და აკო მინაშვილი, ეს ადამიანები აკეთებდნენ ყველაფერს. რა ევროპულობაზე მელაპარაკებით და როგორ ბედავთ სიტყვა "ევროპის“ თქმას? ევროკავშირის დროშას ამოფარებული ადამიანები ხართ თქვენ. მეგის ქარდავამ რომ დაიჭიროს ევროკავშირის დროშა, ეგაა თქვენი სახე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი ამ ნათქვამის პარალელურად რეპლიკა ანა წითლიძის მისამართით მმართველი გუნდის წევრს მიხეილ ყაველაშვილსაც ჰქონდა. მან "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს მეგის ქარდავას მეგობრობა შეახსენა და უთხრა, რომ უკვირდა პოლიტიკაში დღეს როგორ იყო. ანა წითლიძისა და მიხეილ ყაველაშვილის სიტყვიერ შელაპარაკებას მთავრობის მეთაური ტრიბუნიდან გამოეხმაურა და მმართველი გუნდის დეპუტატს უთხრა - „ნუ მიბრაზებთ, მეგის ქარდავას დაქალს, ბატონო მიშა“.

"თქვენი ხელწერა არის წამება, მკვლელობა და ა.შ. თქვენ ვისი მსახური და მონა ხართ?!“- აღნიშნა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"