"მე ვარ ამ ტექსტის ავტორი... ემოციურ ფონზე დავწერე" - ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე პრეზიდენტის შეურაცხმყოფელ კომენტარზე - კვირის პალიტრა

"მე ვარ ამ ტექსტის ავტორი... ემოციურ ფონზე დავწერე" - ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე პრეზიდენტის შეურაცხმყოფელ კომენტარზე

ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლო გუ­შინ­დე­ლი დღი­დან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ხილ­ვის სა­გა­ნია. საქ­მე იმა­შია, რომ მას შემ­დეგ რაც, პრე­ზი­დენ­ტმა მოს­მე­ნე­ბის კა­ნონს ვეტო და­ა­დო, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნი­უ­სის ქვეშ საკ­რე­ბუ­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დის სა­ხე­ლით სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რი და­ი­წე­რა.

"შხა­მად გექ­ცეს რაც შენ­თვის ვიწ­ვა­ლე და ვიშ­რო­მეთ ქ-ნო სა­ლო­მე. დღეს პრე­მი­ე­რის გა­მოს­ვლაც და­ა­მუ­ნა­თე. შენს რე­ზი­დენ­ცი­ა­ში იმ­დე­ნი ქმრის ნა­თე­სა­ვე­ბი გყავს, იმათ მა­ინც და­უ­ჯე­რე. ყო­ველ შენს გა­მოს­ვლა­ზე სი­სუ­ლე­ლე­ებს აბ­რეხ­ვებ. და­ოკ­დი და ოც­ნე­ბას და ბი­ძი­ნას დილა-სა­ღა­მოს სან­თლე­ბი აუნ­თე, მანდ რომ ბრძან­დე­ბი... არ გიც­ნობ­დე მა­ინც" - წე­რია პრე­ზი­დენ­ტის ნი­უ­სის კო­მენ­ტა­რებ­ში.

xarag2-1655978473.jpg

AMBEBI.GE ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს მა­ნა­ნა ბარ­ბა­ქა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც აღი­ა­რა, რომ ეს კო­მენ­ტა­რი თა­ვად, ემო­ცი­ურ ფონ­ზე და­წე­რა:

"ეს იყო ჩემი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბა. ჩემ­თვის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა არა­ვის ჩა­მო­ურ­თმე­ვია, ემო­ცი­ურ ფონ­ზე დავ­წე­რე. თუმ­ცა ტექ­ნი­კუ­რად მოხ­და რა­ღაც ხარ­ვე­ზი და მა­შინ­ვე გას­წორ­და. ეს იყო თავი და ბოლო. მე ვარ ამ ტექ­სტის ავ­ტო­რი, ასე გა­მოვ­ხა­ტე ემო­ცია ჩემს პი­რად გვერ­დზე" - გვი­თხრა საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ. (წყარო)