ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა - რა წერია საქართველოს შესახებ რეზოლუციაში - კვირის პალიტრა

ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა - რა წერია საქართველოს შესახებ რეზოლუციაში

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვის­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა შე­სა­ბა­მი­სი მხარ­დამ­ჭე­რი რე­ზო­ლუ­ცი­აც მი­ი­ღო.რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტში სა­ქარ­თვე­ლოც არის ნახ­სე­ნე­ბი და ნათ­ქვა­მია, რომ ისიც უნდა გახ­დეს კან­დი­და­ტი, მას შემ­დეგ რაც ის და­ას­რუ­ლებს აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას.

ამას­თან, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში აცხა­დებს, რომ არ უნდა იყოს არა­ნა­ი­რი "სწრა­ფი გზა“ ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბის­თვის.

"წევ­რო­ბა უნდა მი­ე­ნი­ჭოს მხო­ლოდ დამ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მოხ­დე­ბა.

ევ­რო­კავ­ში­რის გა­ფარ­თო­ე­ბა მის პი­რად ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის“,- ნათ­ქვა­მია რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტში.

რე­ზო­ლუ­ცი­ას მხა­რი 529 ევ­რო­დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, 45 წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და, 14-მა კი თავი შე­ი­კა­ვა."პარ­ლა­მენ­ტი მო­უ­წო­დებს უკ­რა­ი­ნის, მოლ­დო­ვის რეს­პუბ­ლი­კის და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, "ცალ­სა­ხად წარ­მო­ა­ჩი­ნონ თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვი­ან­თი ხალ­ხის ევ­რო­პუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად“, და­აჩ­ქა­რონ რე­ფორ­მე­ბი, რათა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე შეს­რულ­დეს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი.

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, მოლ­დო­ვე­ლე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ ცხოვ­რე­ბას თა­ვი­სუ­ფალ, დე­მოკ­რა­ტი­ულ და კე­თილ­დღე­ო­ბის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის ამა­ყი და ერ­თგუ­ლი წევ­რე­ბი არი­ან,“- აცხა­დე­ბენ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი.