"როცა მამაჩემს მძღოლი ჰყავდა, მე ავტობუსით დავდიოდი... ოჯახის მფარველობას გავექეცი" - ახალგაზრდა პარლამენტარი ცნობილ ოჯახზე, მეუღლესა და კარიერაზე - კვირის პალიტრა

"როცა მამაჩემს მძღოლი ჰყავდა, მე ავტობუსით დავდიოდი... ოჯახის მფარველობას გავექეცი" - ახალგაზრდა პარლამენტარი ცნობილ ოჯახზე, მეუღლესა და კარიერაზე

მა­რი­ამ ლაშ­ხი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რია. ის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი 2020 წლის, ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გახ­და. მა­რი­ა­მი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეა და ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რი­ცაა.

მა­რი­ა­მი თა­ვის კა­რი­ე­რა­სა და ცხოვ­რე­ბა­ზე ჟურ­ნალ "გზას­თან" სა­უბ­რობს:

- ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, რომ მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა სტე­რე­ო­ტი­პებ­თან ბრძო­ლაა და მათ­თან ჭი­დი­ლი თა­ვი­დან­ვე და­ვი­წყე: მე­ა­მა­ყე­ბა, რომ არას­დროს მი­სარ­გებ­ლია დედ-მა­მის დახ­მა­რე­ბით. როცა მა­მა­ჩემს მძღო­ლი ჰყავ­და, მე ავ­ტო­ბუ­სით დავ­დი­ო­დი და ვცდი­ლობ­დი, ყვე­ლაფ­რის­თვის ჩე­მით მი­მეღ­წია. ამი­ტომ, ოჯა­ხის მფარ­ვე­ლო­ბას გა­ვე­ქე­ცი და სულ სხვა პრო­ფე­სია ავირ­ჩიე - სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შეს­წავ­ლა და­ვი­წყე. ამ მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე. მთელ ჯგუფ­ში მარ­ტო მე ვი­ყა­ვი გოგო და ყვე­ლას უკ­ვირ­და, ამ ქერა ცის­ფერ­თვა­ლე­ბამ ამ საქ­მის შეს­წავ­ლა რა­ტომ გა­და­წყვი­ტაო. კარ­გად ვსწავ­ლობ­დი და პირ­ვე­ლი კურ­სი რომ დავ­ხუ­რე, მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე. თან ვსწავ­ლობ­დი, თან ვმუ­შა­ობ­დი. ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ი­გო, მა­მა­ჩემს ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და.

- რა­ტომ?

- უბ­რა­ლოდ, ოჯახ­ში არ გვქონ­და იმის სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ მუ­შა­ო­ბა და­მე­წყო, შე­მეძ­ლო მშვი­დად მეს­წავ­ლა და მხო­ლოდ ამა­ზე მე­ფიქ­რა. მა­მა­ჩე­მი, კონ­სტან­ტი­ნე ლაშ­ხი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ბან­კი­რი იყო, ამა­ვე დროს, სპორ­ტსაც მის­დევ­და და ტან­მო­ვარ­ჯი­შე იყო. დღეს იგი ტან­ვარ­ჯი­შის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლია და ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ას­წავ­ლის. დედა, ნანა ერ­გემ­ლი­ძე არა­ბუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტია, თსუ-ის პრო­ფე­სო­რი. მყავს და - ნინო, რო­მე­ლიც ჩემ­ზე ორი წლით უმ­ცრო­სია. ის პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია, სამი გო­გო­ნას დედა და ყვე­ლა­ნა­ი­რად მხარს მი­ჭერს. ასე­ვე, მყავს ჩემ­ზე 11 წლით უმ­ცრო­სი ძმა, რო­მე­ლიც ჩემ თვალ­წინ გა­ი­ზარ­და. სულ ვამ­ბობ­დი: ჩემ­მა მშობ­ლებ­მა ოც­ნე­ბა ამის­რუ­ლეს, ყო­ველ­თვის მინ­დო­და პა­ტა­რა ძმა მყო­ლო­და და ეს ოც­ნე­ბა ამიხ­და-მეთ­ქი. ჩემი ძმა პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რია, ჯერ­ჯე­რო­ბით სწავ­ლობს და თან, სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

- ალ­ბათ, უცხო­ეთ­შიც სწავ­ლობ­დით.

- დიახ, ცოტა ხნით გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვე­დი სას­წავ­ლებ­ლად და ჩემი იქ ყოფ­ნა 2008 წლის ომს და­ემ­თხვა. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი, ვფიქ­რობ­დი, რომ ჯობ­და ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და არა იქ, სა­დაც გულ­შე­მატ­კი­ვა­რი არ მყავ­და. ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, რო­მელ­მაც ჩემი მო­მა­ვა­ლი მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა: სწო­რედ მა­შინ და­ვი­წყე სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შეს­წავ­ლა. გერ­მა­ნი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა პრო­ფე­სია შე­ვიც­ვა­ლე და მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და დიპ­ლო­მა­ტია ავირ­ჩიე. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი იყო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­ფუძ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მი­უ­სა­ფარ ბავ­შვთა სახ­ლე­ბის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს ეხ­მა­რე­ბო­და: ტრე­ნინ­გებს უტა­რებ­და და პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნას აძ­ლევ­და. ამის შემ­დეგ მსოფ­ლიო ბან­კში გა­და­ვე­დი, სა­დაც 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი და სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. იქი­დან კი - "ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში" მი­მიწ­ვი­ეს. ეს ჩემ­თვის დიდი რის­კი იყო, რად­გან მსოფ­ლიო ბან­კში ძა­ლი­ან კარ­გი პი­რო­ბე­ბი დავ­ტო­ვე - ორ­ჯერ მეტი ანა­ზღა­უ­რე­ბა მქონ­და, რა­საც ბო­ნუ­სე­ბიც ემა­ტე­ბო­და. მა­ინც გავ­რის­კე და გა­და­ვე­დი. სა­ა­გენ­ტო­ში ბევ­რი კარ­გი პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი მო­ვი­ზი­დეთ. მათ შო­რის, პირ­ველ რიგ­ში, "ტექ­ნო­პარ­კი" უნდა და­ვა­სა­ხე­ლო.

lashxi2-1655984697.jpg

- რამ­დე­ნი ენა იცით?

- სულ 4 ენა ვიცი: ინ­გლი­სუ­რი, გერ­მა­ნუ­ლი, თურ­ქუ­ლი და რუ­სუ­ლი. ფრან­გუ­ლის შეს­წავ­ლაც და­ვი­წყე.

- პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა რო­დის და რო­გორ გა­და­წყვი­ტეთ?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში ვმუ­შა­ობ­დი, ძა­ლი­ან აპო­ლი­ტი­კუ­რი ვი­ყა­ვი. ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი იცი­ნოდ­ნენ კი­დეც, რად­გან ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის სა­ხე­ლი და გვა­რი ზუს­ტად არ ვი­ცო­დი. როცა შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, ჯერ და­ვი­ბე­ნი და ვთქვი, - დავ­ფიქ­რდე­ბი-მეთ­ქი. მარ­თლა რომ დავ­ფიქ­რდი, მივ­ხვდი, ვინ­მეს შო­რი­დან კრი­ტი­კა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია, ვიდ­რე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა და საქ­მის კე­თე­ბა. ალ­ბათ, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე 2020 წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ოქ­ტომ­ბერ­ში, როცა რე­გი­ო­ნებ­ში სი­ა­რუ­ლი და­ვი­წყეთ, 6 თვის ორ­სუ­ლი ვი­ყა­ვი. ეს ჩემ­თვის დიდი დატ­ვირ­თვა იყო და ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს ბავ­შვი ნა­ად­რე­ვად გა­ვა­ჩი­ნე. ჩემი ნი­კო­ლო­ზი 26 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ბა­და და გარ­კვე­უ­ლი ხნით ინ­კუ­ბა­ტორ­ში მო­უ­წია ყოფ­ნამ. თა­ვი­დან­ვე ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე მყავ­და და ინ­კუ­ბა­ტო­რი­დან სე­სი­ებ­ზე მი­წევ­და სირ­ბი­ლი, ამას ემო­ცი­უ­რი ფო­ნიც ემა­ტე­ბო­და...

lashximariami-63626-1655984698.jpg

რთუ­ლი დღე­ე­ბი გა­მო­ვი­ა­რე. ერთხელ, პარ­ლა­მენ­ტში ვი­ყა­ვი და და­მი­რე­კეს, რომ ბავ­შვი ტი­რო­და - ჭამა უწევ­და. ში­ნის­კენ გა­მოვრბი­ვარ და ერთ-ერთი ჟურ­ნა­ლის­ტი გა­მო­მე­დევ­ნა: თქვენ­თან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­თხვე­ბი გვაქ­ვსო. ჩემი კონ­ტაქ­ტე­ბი ჩა­ვა­წე­რი­ნე, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე და ვუ­თხა­რი: ჩემ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე არ გექ­ნე­ბათ, რად­გან სახ­ლში მში­ე­რი ბავ­შვი მე­ლო­დე­ბა და ინ­ტერ­ვიუ მერე ჩავ­წე­როთ-მეთ­ქი. იმ ჟურ­ნა­ლისტს თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო ეთ­ქვა, რომ მე­დი­ის შე­კი­თხვებს თავს ვა­რი­დებ­დი... თა­ვი­დან მარ­თლა მი­ჭირ­და. კი­დევ კარ­გი, რომ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის ნა­წი­ლი დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და და ამ რე­ჟიმს ნელ-ნელა შე­ვეჩ­ვიე. ნი­კო­ლო­ზიც ძა­ლი­ან მშვი­დი ბავ­შვია და ხში­რად ჩემ­თან ერ­თად ეს­წრე­ბა ონ­ლა­ინ­კონ­ფე­რენ­ცი­ებს. გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში უკვე პო­პუ­ლა­რუ­ლია, იცი­ნი­ან: ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ფე­მი­ნის­ტი ჩვენ შო­რის ნი­კო­ლოზ ნე­ფა­რი­ძე­აო. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა თან ბავ­შვს ვაჭ­მევ­დი და თან კონ­ფე­რენ­ცი­ას ვეს­წრე­ბო­დი. ნი­კო­ლო­ზი ამ კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რია და ნელ-ნელა ეგუ­ე­ბა მუდ­მი­ვად მო­უც­ლე­ლი დე­დის შვი­ლო­ბას.

- თქვენს მე­უღ­ლე­ზეც გვი­ამ­ბეთ.

(წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად)