"ასე გამოგაცილეს მოსკოვის ქართული ტაძრიდან დედი..." - ლევან კბილაშვილის დედის პოსტი და ემოციური კადრები (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"ასე გამოგაცილეს მოსკოვის ქართული ტაძრიდან დედი..." - ლევან კბილაშვილის დედის პოსტი და ემოციური კადრები (ვიდეო)

ლე­ვან კბი­ლაშ­ვილს რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. მომ­ღერ­ლის დედა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჩანს, რო­გორ გა­მო­ა­ცი­ლეს მოს­კო­ვის ქარ­თუ­ლი ტაძ­რი­დან გარ­დაც­ვლი­ლი მომ­ღე­რა­ლი.

"აი, ასე გა­მო­გა­ცი­ლეს მოს­კო­ვის ქარ­თუ­ლი ტაძ­რი­დან სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით დედი. მთე­ლი მოს­კო­ვი იქ იყო­ვო... დედი, ახ­ლოს არ უშ­ვებ­დნენ არა­ვის ზღვა ხალ­ხი იყო­ვო. დედი, ყვე­ლას უნ­დო­და ახ­ლო­დან დამ­შვი­დო­ბე­ბაო. დედი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვი მი­გა­გეს შვი­ლო, მგო­ნი იქა­უ­რებ­საც არ ღირ­სე­ბი­ათ ასე­თი პა­ტი­ვი.

ეს ვინ ყო­ფილ­ხარ შვი­ლო, ახლა ჩვენ გე­ლო­დე­ბით აქ ქარ­თულ მი­წა­ზე ქარ­თუ­ლი დრო­შით, შენ შენი გა­სა­კე­თე­ბე­ლი ქა­თუ­ლი საქ­მე იქ უკვე გა­ა­კე­თე, გე­ნაც­ვა­ლოს დედა შენ შვი­ლო..." - წერს მე­ლი­ტა ფურ­ცე­ლა­ძე.

მომ­ღე­რა­ლი ორი დღის წინ მოს­კოვ­ში სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს, მი­ზე­ზი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია. რუ­სულ მე­დი­ას­თან ლე­ვა­ნის ასის­ტენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ "კრი­მი­ნა­ლუ­რი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, მას მოს­კოვ­ში სახ­ლში ეძი­ნა. დიახ, ყვე­ლა­ფე­რი სიზ­მარ­ში მოხ­და. მან უბ­რა­ლოდ აღარ გა­იღ­ვი­ძა და ისე იწვა, თით­ქოს ახ­ლა­ხან ჩა­ე­ძი­ნა...“

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე ჩა­უ­ტარ­დე­ბო­და თუ არა გარ­დაც­ვლილს ექ­სპერ­ტი­ზა, გა­ნა­ცხა­და, „კრი­მი­ნა­ლუ­რი კომ­პო­ნენ­ტის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სიკ­ვდი­ლის მი­ზეზს ექ­სპერ­ტი­ზა ად­გენს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ მას სამ­შობ­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­გზავ­ნით, სა­დაც მშობ­ლე­ბი გა­და­წყვე­ტენ. (წყარო)