"ურ­თი­ე­თძა­გე­ბა­ში გარ­თულ ადა­მი­ა­ნებს ალ­ბათ არც კი წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში ადა­მი­ა­ნის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია და..." - რას წერს გოგლა ჟვანია? - კვირის პალიტრა

"ურ­თი­ე­თძა­გე­ბა­ში გარ­თულ ადა­მი­ა­ნებს ალ­ბათ არც კი წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში ადა­მი­ა­ნის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია და..." - რას წერს გოგლა ჟვანია?

ექ­სპრე­მი­ერ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ძმა, გოგ­ლა ჟვა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე წერს. მისი თქმით, რომ არა უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არ გა­უჩ­ნდე­ბო­და.

"უკა­ნას­კნე­ლი 34 წლის მან­ძილ­ზე მი­ვეჩ­ვიე, რომ ნე­ბის­მი­ერ მეტ-ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა ის­ტე­რი­ულ ვნე­ბა­თა­ღელ­ვად იქ­ცე­ვა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. არც ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სა­კი­თხია ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი, გა­ივ­სო მე­დია და ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე ერ­თმა­ნე­თის მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი მი­მარ­თვე­ბით, სხვა­თა შო­რის ამ ურ­თი­ე­თძა­გე­ბა­ში გარ­თულ ადა­მი­ა­ნებს ალ­ბათ არც კი წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში ადა­მი­ა­ნის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია და სო­ლი­დურ ფუ­ლად ჯა­რი­მას­თან ერ­თად შე­იძ­ლე­ბა პი­რო­ბი­თი პა­ტიმ­რო­ბაც კი გა­მო­იწ­ვი­ოს, მა­გა­ლი­თად გერ­მა­ნი­ა­ში ქარ­თუ­ლი გა­გე­ბით "უწყი­ნა­რი" მი­მათ­ვა "სა­ქო­ნე­ლო" შე­იძ­ლე­ბა 600 ევრო და­გიჯ­დეთ, ასე რომ "ჩვენს ქარ­თვე­ლო­ბას და ტრა­დი­ცი­ებს" კი­დევ ერთი საფრ­თხე ემუქ­რე­ბა ევ­რო­პა­ში. მაგ­რამ და­ვუბ­რუნ­დე­ბი კან­დი­და­ტის სტა­ტუსს. რე­ა­ლუ­რად რომ არა უკ­რა­ი­ნის ომი, უახ­ლო­ეს წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნამ­დვი­ლად არ გა­აჩ­ნდა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის, მათ შო­რის რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ის, მავ­ნებ­ლუ­რი, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბით, თუნ­დაც ბოლო გა­სა­ო­ცა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ თურ­მე კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის სა­ნაც­ვლოდ ჩვენ­გან რუ­სეთ­თან ომის და­წყე­ბას ითხოვ­დნენ ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია. მოკ­ლედ უკ­რა­ი­ნელ­თა თავ­გან­წირ­ვამ და რუ­სე­თი­დან მო­მა­ვალ­მა საფრ­თხემ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი გა­მო­ნაკ­ლი­სის ხა­სი­ათ­ზე და­ა­ყე­ნა და მო­უ­ლოდ­ნე­ლი სა­სი­ა­მოვ­ნო პერ­სპექ­ტი­ვა გაგ­ვიხ­სნა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე, უბ­რა­ლოდ პა­ტა­რა, მოკლეხ­ნი­ა­ნი სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა გვაქვს შე­სას­რუ­ლებ­ლი. ასე რომ, გზა ნა­თე­ლია, საკ­მა­ოდ იო­ლი­ცაა და მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მო­მა­ვალ წელს გვექ­ნე­ბა თუ არა ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი!" - წერს გოგ­ლა ჟვა­ნია "ფე­ის­ბუქ­ში".

"ინტერპრესნიუსი"