"ჩვენ მზად ვართ მტკიცედ ვიმუშაოთ მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ" -- რას წერს საქართველოს პრეზიდენტი? - კვირის პალიტრა

"ჩვენ მზად ვართ მტკიცედ ვიმუშაოთ მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ" -- რას წერს საქართველოს პრეზიდენტი?

ისტორიული დღე. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.

„ახლა, ჩვენ მზად ვართ მტკიცედ ვიმუშაოთ მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ”, - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა.

ინფორმაციისთვის, ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი "დასახული პრიორიტეტები შესრულდება".

"ინტერპრესნიუსი"