"27-ჯერ „დიახ“ - ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას" - კვირის პალიტრა

"27-ჯერ „დიახ“ - ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას"

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.

„27-ჯერ „დიახ“! ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას: ევროპის საბჭო მიესალმება ორ ახალ კანდიდატ ქვეყანას. კარგი თანამშრომლობა ევროპულ ოჯახში!“ - წერს ოლაფ შოლცი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, გუშინ, ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.

IPN