ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი მოკლეს - რა მოხდა ბაგებში? - კვირის პალიტრა

ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი მოკლეს - რა მოხდა ბაგებში?

ბაგებში, ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"