"ღარიბაშვილმა ბოდიში მოუხადოს ჩვენ ქართველ მეომრებს! დაქირავებული მოხალისეები თავის დაცვაში მოიკითხოს" - კვირის პალიტრა

"ღარიბაშვილმა ბოდიში მოუხადოს ჩვენ ქართველ მეომრებს! დაქირავებული მოხალისეები თავის დაცვაში მოიკითხოს"

მე აქედან მაქვს ჩემი მოთხოვნა, პირადად ღარიბაშვილის მიმართ, ბოდიში მოუხადოს ჩვენ ქართველ მეომრებს! დაქირავებული მოხალისეები თავის დაცვაში მოიკითხოს. ეს ხალხი სამშობლოსთვის იბრძვის იქ, - ამის შესახებ დიპლომატმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა აქციაზე „შინ ევროპისკენ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან რუსთაველზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა, საქართველოს ბედი წყდება ახლა და "მთავრობის ყველაზე ცუდი ვერსიის შევხვდით ამ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს".

„ყველაზე უბადრუკი, ყველაზე ცუდი ვერსიის მთავრობით შევხვდით ამ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს. ყველა დიდმა ლიდერმა, ყველა დიდმა სახელმწიფომ გუშინ, ქართველ ხალხს მიულოცა და გისურვათ, გააკეთოთ თქვენი გასაკეთებელი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი, რომ ეს ქვეყანა არასდროს დაბრუნდეს უკან - საბჭოთა კავშირში! წინ, ევროპულ კავშირში, იქ არის ჩვენი ადგილი.

დღევანდელი ხელისუფლება ყოველთვის იმეორებს, რომ „ჩვენ ვიბრძოლეთ“ , „ჩვენ არავისზე ნაკლები სისხლი არ დაგვიღვრია“. დიახ, არავისზე ნაკლები სისხლი არ დაგვიღვრია, ახლაც იბრძვიან ქართველი ბიჭები და მე აქედან მაქვს ჩემი მოთხოვნა, პირადად ღარიბაშვილის მიმართ, ბოდიში მოუხადოს ჩვენ ქართველ მეომრებს! დაქირავებული მოხალისეები თავის დაცვაში მოიკითხოს. ეს ხალხი სამშობლოსთვის იბრძვის იქ. ჩავიდეს და კითხოს რისთვის იბრძვიან ეს ბიჭები, რისთვის სწირავენ სიცოცხლეს. ეს ხალხი ღიად ამბობს - აქ ჩვენ ვიბრძვით უკრაინისთვის, მაგრამ ვიბრძვით საქართველოს მომავლისთვის! ამიტომ ბოდიში გეკუთვნის.

არ მაქვს იმედი, რომ ეს ხელისუფლება რამის გამკეთებელია, ამიტომ ჩვენ, ხალხმა, 3 ივლისს, 20:00 საათზე, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ვინც წინ აღუდგება ამ გადაწყვეტილებას, უნდა წავიდეს სახლში!“ - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ღიად თქვა, „აღიარებითი ჩვენება მისცა ყველას, რომ მათი სურვილი იყო მეორე ფრონტი საქართველოში“.

„საჯაროდ გამოვიდნენ მათი [„ნაციონალური მოძრაობის“] მეგობრები, არახამია და დანილოვი, რომელიც არის უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი და ღიად თქვა, აღიარებითი ჩვენება მისცა ყველას, რომ მათი სურვილი იყო მეორე ფრონტი საქართველოში და რომ თურმე მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ. ეს იყო მათი აღიარება.

ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ კარგად გვახსოვს მათი მოთხოვნები - ითხოვდნენ, რომ საკუთარი ხალხისთვის დაგვეწესებინა ეკონომიკური სანქციები, მეორე ის, რომ ითხოვდნენ ჩარტერული რეისებით მთავრობას უნდა გაგვეშვა მათი დაქირავებული ასე ვთქვათ მოხალისეები. ძვირფასო ოპონენტებო, ეს ყველაფერი არის თქვენი ხელწერა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.