ვენდეტა შვილის მკვლელობის გამო? - ერთ-ერთი ვერსიით, ლევან კაჭარავას მკვლელობის მოტივი შურისძიებაა - კვირის პალიტრა

ვენდეტა შვილის მკვლელობის გამო? - ერთ-ერთი ვერსიით, ლევან კაჭარავას მკვლელობის მოტივი შურისძიებაა

გუ­შინ სა­ღა­მოს ბა­გებ­ში, სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან კა­ჭა­რა­ვა („ტი­ლი­კა“) ჩა­ცხრი­ლეს. გარ­დაც­ვლილს 20 ტყვია აქვს მოხ­ვედ­რი­ლი. მის­მა თან­მხლებ­მა პირ­მა თავს გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) და 236-ე მუხ­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა) მიმ­დი­ნა­რე­ობს. მკვლე­ლო­ბას ჰყავს მოწ­მე­ე­ბიც.

ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან კა­ჭა­რა­ვა 53 წლის გახ­ლდათ. მან წლე­ბის წინ, გი­ორ­გი რა­მიშ­ვილ­თან ერ­თად და­ა­ფუძნა Silk Road Group, რომ­ლის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რიც იყო. გარ­და ამი­სა, კა­ჭა­რა­ვას სა­ხე­ლი უკავ­შირ­დე­ბა ნი­დერ­ლან­დებ­ში და­ფუძ­ნე­ბულ კომ­პა­ნია "მულ­ტიპ­ლექსს", რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ არა­ერთ ბიზ­ნეს ფლობს. ლე­ვან კა­ჭა­რა­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფლობს თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის ფიტ­ნეს ქსელს და ასე­ვე მისი კომ­პა­ნი­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ში.

რო­გორც AMBEBI.GE-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ლე­ვან კა­ჭა­რა­ვა მის ბუ­ღალ­ტერ­თან ერ­თად სახ­ლში, კაკ­ლე­ბის და­სახ­ლე­ბა­ში გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. ერთ-ერთ მო­სახ­ვევ­ში მას ბუჩ­ქებ­ში ჩა­საფ­რე­ბულ­მა ორმა ნიღ­ბი­ან­მა ავ­ტო­მა­ტი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნა. ბიზ­ნეს­მე­ნი ად­გილ­ზე, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, თან­მხლე­ბი პირი კი გა­იქ­ცა, მის­თვის არც არა­ვის უს­ვრია.

რო­გორც სან­დო წყა­რო გვე­უბ­ნე­ბა, მკვლე­ლო­ბა ბიზ­ნეს­წი­ლებს არ უკავ­შირ­დე­ბა და ერთ-ერთ ვერ­სი­ით, საქ­მე ვენ­დე­ტას­თან გვაქვს, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან თბი­ლის­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას უნდა უკავ­შირ­დე­ბო­დეს - კერ­ძოდ, ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბას.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ლე­ვან კა­ჭა­რა რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც საფ­რან­გე­თი­დან ჩა­მო­ვი­და (მა­მის ორ­მოც­ზე) და ბოლო დროს დაც­ვის გა­რე­შე არ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

"რო­გორც ჩანს, გია კვა­რა­ცხე­ლია მოქ­მე­დე­ბა­ზე გა­და­ვი­და.. ცნო­ბი­ლია, რომ “ტი­ლი­კა“ ძმებ კა­კუ­ლი­ებ­თან ახ­ლობ­ლობ­და. გიას სა­მიზ­ნე ძმე­ბი არი­ან, მათ ცი­ხე­ში ვერ მის­წვდა, სა­მა­გი­ე­როდ, მისი შუ­რის­ძი­ე­ბა კა­კუ­ლი­ებ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რით და­ი­წყო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სომ­ხეთ­ში გა­და­სუ­ლი მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ბი­ჭე­ბი (აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე) კა­ჭა­რა­ვამ და­ა­ფი­ნან­სა. კვა­რა­ცხე­ლია, სა­ვა­რა­უ­დოდ, არც გა­ჩერ­დე­ბო­და და შე­საძ­ლოა შუ­რის­ძი­ე­ბის მსხვერ­პლთა რი­ცხვიც გა­ი­ზარ­დოს“, - გვიყ­ვე­ბა წყა­რო. (გააგრძელეთ კითხვა)