აშშ-მ, ავსტრალიამ, იაპონიამ, ახალმა ზელანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა წყნარი ოკეანის პარტნიორობის ორგანიზაცია შექმნეს - კვირის პალიტრა

აშშ-მ, ავსტრალიამ, იაპონიამ, ახალმა ზელანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა წყნარი ოკეანის პარტნიორობის ორგანიზაცია შექმნეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ, იაპონიამ, ახალმა ზელანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა წყნარი ოკეანის პარტნიორობის ორგანიზაცია შექმნეს. ამის შესახებ თეთრის სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეს ჩვენმა ხუთმა ქვეყანამ აამოქმედა ყოვლისმომცველი არაფორმალური მექანიზმი წყნარი ოკეანის პრიორიტეტების უფრო ეფექტური და ქმედითი მხარდაჭერისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციამ სამი საკვანძო ამოცანა დაისახა - მეტი გააკეთოს რეგიონის პრიორიტეტების მხარდასაჭერად წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის 2050 წლის რეგიონალური სტრატეგიის შესაბამისად; დაამყაროს კომუნიკაცია რეგიონის მთავრობებს შორის; გააფართოვოს წყნარი ოკეანის რეგიონსა და მსოფლიოს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.