როგორც კი წამოდგა, იმ წუთში დაბარბაცდა...ბრიუსელში როგორც კი გაიგებდნენ ჩემი შვილის სახელს, სახე უნათდებოდათ" - გიული ალასანია შვილის მდგომარეობაზე - კვირის პალიტრა

როგორც კი წამოდგა, იმ წუთში დაბარბაცდა...ბრიუსელში როგორც კი გაიგებდნენ ჩემი შვილის სახელს, სახე უნათდებოდათ" - გიული ალასანია შვილის მდგომარეობაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის დედის გული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი თავს კვლავ სუსტად გრძნობს და წონასწორობის დაცვა უჭირს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკა "ვივამედში“ სააკაშვილის მონახულებისას ბრიუსელში მისი ვიზიტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც გიული ალასანია აღნიშნავს, ბრიუსელში საქართველოში ამჟამად არსებული ვითარების შესახებ ყველაფერი იციან.

"აშკარად სისუსტე აქვს იმიტომ, რომ როგორც კი წამოდგა, იმ წუთში დაბარბაცდა. ჯანმრთელობის მხრივ, ჩემი თვალით, თითქოს ძველებურად არის. ბრიუსელის ამბები მოვუყევი, რა თქმა უნდა, რადგან ძალიან გადატვირთული რამდენიმე დღე გვქონდა. იქ არიან ადამიანები ჯგუფი, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ საქართველოს საკითხზე. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენზე უკეთ იციან ჩვენი ვითარება, ვიდრე ჩვენ. როგორც კი გაიგებდნენ ჩემი შვილის სახელს, სახე უნათდებოდათ, ეს არის სახელი“, - განაცხადა ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"