"ასე არ ვიყო, რო­გორც ვარ, ნე­ტავ, ადა­მი­ა­ნებს მა­ინც ასე ვეყ­ვა­რე­ბო­დი-მეთ­ქი?!" - კვირის პალიტრა

"ასე არ ვიყო, რო­გორც ვარ, ნე­ტავ, ადა­მი­ა­ნებს მა­ინც ასე ვეყ­ვა­რე­ბო­დი-მეთ­ქი?!"

ის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ინ­ტერ­ნე­ტით გა­იც­ნო, აქ­ტი­უ­რი "ტი­კტო­კე­რია“. მისი ვი­დე­ო­ე­ბი­დან ღი­მი­ლი, სიმ­ღე­რა, იუ­მო­რი და კარ­გი გან­წყო­ბა მო­დის, რად­გან თვი­თონ ასე გა­და­წყვი­ტა. მა­რი­ამ სა­დღო­ბე­ლაშ­ვი­ლი ამ აპ­ლი­კა­ცი­ას სწო­რედ ამის­თვის იყე­ნებს.

სამ­წუ­ხა­როდ, საკ­მა­ოდ მცი­რე ასაკ­ში, ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ მძი­მე პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ მშობ­ლე­ბის და ექი­მე­ბის დიდი მცდე­ლო­ბის შე­დე­გად, პრობ­ლე­მა გა­და­ი­ლა­ხა. ახლა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, ში­ნა­გა­ნად ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნია და ცხოვ­რე­ბა­ში ბევრ რა­მეს ახერ­ხებს - რაც მთა­ვა­რია, მუდ­მი­ვად აქვს იმის სურ­ვი­ლი, ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­სი ვი­დე­ო­ე­ბით სიყ­ვა­რუ­ლი გა­უგ­ზავ­ნოს და მათ­გა­ნაც სიყ­ვა­რუ­ლი მი­ი­ღოს. ადა­მი­ა­ნებ­თან მა­სობ­რი­ვად ასე­თი კონ­ტაქ­ტის უნა­რი ბევ­რს არ აქვს, მაგ­რამ მა­რი­ა­მი ხომ ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნია?!

ინ­ტერ­ნეტ ვარ­სკვავ­ლა­ვი ახლა Ambebi.ge-ს სტუ­მა­რია და ჩვენს კი­თხვებს საკ­მა­ოდ გულ­წრფე­ლად პა­სუ­ხობს.- ვარ 28 წლის, ცოტა გვი­ან გავ­ხდი სტუ­დენ­ტი... ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტის მე­სა­მე კურ­სე­ლი ვარ.

- სა­მარ­თა­ლი რა­ტომ აირ­ჩიე?

- პრო­ფე­სია არას­წო­რად ავირ­ჩიე. ამა­ზე სა­უ­ბა­რი ახლა გვი­ა­ნია, მაგ­რამ როცა ბა­კა­ლავრს და­ვამ­თავ­რებ, შე­იძ­ლე­ბა, მა­გის­ტრა­ტუ­რა სხვა პრო­ფე­სი­ით გა­ვაგ­რძე­ლო.

- რა­ტომ ფიქ­რობ ასე?

- როცა პრო­ფე­სია გაქვს, ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან უნდა გიყ­ვარ­დეს ის. იმას, რა­საც ეს პრო­ფე­სია ითხოვს და რა­საც ვე­უფ­ლე­ბი, პი­როვ­ნუ­ლად ასე­თი არ ვარ. ამი­ტომ, მგო­ნია, რომ ემო­ცი­უ­რად და პი­როვ­ნუ­ლად შორს ვარ ამ საქ­მის­გან და ჩემი არ არის. მოკ­ლედ, ვნა­ხოთ, ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ყვე­ლა­ფე­რი ფიქ­რის დო­ნე­ზეა.

- "ტი­კტო­კე­რი“ რომ არ გამ­ხდა­რი­ყა­ვი, ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბო­და. ახლა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გიც­ნობს და ყვე­ლას უყ­ვარ­ხარ...

- როცა ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და­ვი­წყე, სი­ტყვა პო­პუ­ლა­რუ­ლი არა­ნა­ი­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ამ აპ­ლი­კა­ცი­ას. სა­ნამ "ტი­კტოკს“ ასე აი­ტა­ცებ­დნენ, 6-7 თვით ადრე ვი­ყე­ნებ­დი. ეს კო­ვი­დამ­დე ხდე­ბო­და. ეს აპ­ლი­კა­ცია პან­დე­მი­ამ მო­თხოვ­ნა­დი გა­ხა­და - მას­ში ცნო­ბი­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უამ­რა­ვი უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თო. მერე კი ყვე­ლა­ნი ერ­თად გაგ­ვა­პო­პუ­ლა­რუ­ლა.

ვფიქ­რობ, რომ რომ არა კო­ვი­დი, "ტი­კტოკ­ზე“ ასე­თი მო­თხოვ­ნა არ იქ­ნე­ბო­და. კო­ვი­დამ­დე არც ისე ცნო­ბი­ლი ვი­ყა­ვი, და­ახ­ლო­ე­ბით, 10.000 გა­მომ­წე­რი მყავ­და. ახლა მალე 120.000-მდე ავალ, "ინ­სტაგ­რამ­ზე" 26.000 მყავს.

- თა­ვი­დან რა იყო შენი მი­ზა­ნი, - რა­ტომ იღებ­დი ვი­დე­ო­ებს?

- სა­ერ­თოდ ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცეკ­ვა და სიმ­ღე­რა, ზო­გა­დად გარ­თო­ბა, მხი­ა­რუ­ლე­ბა და მი­ხა­რია, როცა ეს ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­დამ­დე­ბია და მოს­წონთ, ხა­სი­ათ­ზე მო­დი­ან. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ჩემი ხა­სი­ა­თი რად­გან იცო­და, მი­თხრა, - მა­რი­ამ, ეს აპ­ლი­კა­ცია სა­შე­ნო საქ­მე­აო.

"ტი­კტოკს“ ახლა ხალ­ხი სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით იყე­ნებს, ჩემი აზ­რით კი, ეს აპ­ლი­კა­ცია სიმ­ღე­რის­თვის და ცეკ­ვის­თვი­საა. ასე რომ, თა­ვი­დან რა­საც ვა­კე­თებ­დი, ახ­ლაც იმა­ვეს ვა­კე­თებ.

- ად­რე­ულ პე­რი­ოდ­ში მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ხომ არ გი­ფიქ­რია?

- ადრე არა, მაგ­რამ ახლა იმ­დე­ნად მომ­წონს, "თე­ატ­რა­ლუ­რის“ სტუ­დენ­ტი რომ ვიყო, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი. მინ­და, მაგ­რამ 28 წელი საკ­მა­ოდ დიდი ასა­კია იმის­თვის, რომ იქ ჩა­ბა­რე­ბა­ზე ვი­ფიქ­რო...

- რო­გორც მი­თხა­რი, ახლა სა­ბერ­ძნეთ­ში ხარ დე­დას­თან. დედა ემიგ­რან­ტია, ხომ? ოჯა­ხის და მშობ­ლე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბე?

- კი, დედა უკვე 4 წე­ლია, ემიგ­რან­ტია და სა­ბერ­ძნეთ­შია. მამა და ძმაც ემიგ­რა­ცი­ა­ში იყ­ვნენ. ძმა და მამა ერ­თად იყ­ვნენ. ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­დნენ, მამა ისევ მი­დის, ძმა დარ­ჩე­ბა. დედა არას­დროს ჩა­მო­სუ­ლა, მას­თან მე ჩავ­დი­ვარ. კო­ვი­დამ­დეც დავ­დი­ო­დი, მერე პან­დე­მი­ამ ხელი შე­მი­შა­ლა.

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ცალ-ცალ­კე ვი­ყა­ვით. მი­ხა­რია, რომ ახლა ძმას­თან ერ­თად ვიქ­ნე­ბი და მარ­ტოს აღარ მო­მი­წევს ყოფ­ნა. მთე­ლი წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი მარ­ტო ვცხოვ­რობ­დი. თა­ვი­დან მი­ჭირ­და, მაგ­რამ მგო­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერს ეჩ­ვე­ვა, თუმ­ცა ალ­ბათ ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად რთუ­ლი პე­რი­ო­დი, მაგ­რამ მერე ადა­მი­ა­ნი თა­ვის კომ­ფორ­ტის ზო­ნას იქ­მნის. სხვა გზა არ იყო - ჩე­მე­ბის გა­რე­შე უნდა მე­ცხოვ­რა და შე­ვიქ­მე­ნი ჩემი კომ­ფორ­ტის ზონა და მგო­ნი, კარ­გად გა­მო­მი­ვი­და.

- და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ჩან­ხარ...

- თავს და­მო­უ­კი­დებ­ლად იმი­ტომ არ ვთვლი, რომ ფი­ნან­სუ­რად არ ვარ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. მაგ­რამ თუ ფი­ნან­სურ მხა­რეს ჩა­მო­ვაჭ­რით, პი­როვ­ნუ­ლად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ემო­ცი­უ­რად, ფი­ზი­კუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვარ. ბო­ლომ­დე და­მო­უ­კი­დებ­ლად თავი მა­შინ უნდა მი­იჩ­ნიო, როცა ფი­ნან­სუ­რად ხარ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი.

- სულ ფორ­მა­ში ხარ, გე­მოვ­ნე­ბით გაც­ვია, გე­ტყო­ბა, რომ გიყ­ვარს თა­ვის მოვ­ლა, ხომ?

- მგო­ნია, რომ ეს ყვე­ლა გო­გოს უყ­ვარს. უბ­რა­ლოდ, ვი­ღა­ცას აქვს ამის ხა­სი­ა­თი, ვი­ღა­ცას - არა. ჩემი ვი­დე­ო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სულ კარგ ხა­სი­ათ­ზე ვარ. რო­დე­საც კარგ ხა­სი­ათ­ზე ვარ, მარ­ტი­ვად ვფიქ­რობ და ამ დროს ბევ­რი რამ უკეთ გა­მო­დის.

გე­მოვ­ნე­ბა, ჩემი აზ­რით, ყვე­ლას აქვს და იხ­დენს იმას, რა­საც იც­ვამს, - კი, ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი სტი­ლი უნდა მო­ძებ­ნოს. ვფიქ­რობ, რომ ჩემი სტი­ლი ვი­პო­ვე და ვცდი­ლობ, ძა­ლი­ან ლა­მა­ზად თუ არა, კოხ­ტად მა­ინც ვიყო.

- რა­საც ვი­დე­ო­ში ვუ­ყუ­რებთ, სულ კარგ ხა­სი­ათ­ზე ხარ. პე­სი­მის­ტუ­რი ნო­ტე­ბი თუ შე­მო­დის შენს ცხოვ­რე­ბა­ში და რო­დის?

- ალ­ბათ ადა­მი­ა­ნი ბევ­რს რომ ფიქ­რობ, მერე სა­დღაც მი­დი­ხარ. ფიქ­რმა შე­იძ­ლე­ბა დღეც და ღა­მეც სა­დღაც წა­გიყ­ვა­ნოს. შე­იძ­ლე­ბა ელე­მენ­ტა­რუ­ლით და­ი­წყო და შორს აღ­მოჩ­ნდე. მერე მო­სა­ლო­დენ­ლია, ამან ხა­სი­ა­თი შე­გიც­ვა­ლოს. კი, ეგ მო­მენ­ტი მაქვს ხოლ­მე. ფიქ­რი უნდა გიყ­ვარ­დეს, მაგ­რამ ზედ­მე­ტი არა­ფე­რი ვარ­გა.

- ხან­და­ხან ფიქ­რის დროს არის სევ­დაც, ტკი­ვი­ლიც...

- რო­გორ არა, ჩემი თა­ვის­თვის კი­თხვაც და­მის­ვამს - ახლა მე რომ პრობ­ლე­მა არ მქონ­დეს, ასე არ ვიყო, რო­გორც ვარ, ნე­ტავ, ადა­მი­ა­ნებს მა­ინც ასე ვეყ­ვა­რე­ბო­დი-მეთ­ქი?! ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი ნამ­დვი­ლად არ მაკ­ლია. ბედ­ნი­ე­რი ვარ და ყვე­ლა­ზე მა­გა­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო და გას­ცე, ასე­ვე დიდ­ხანს გაგ­ყვეს, ეს სიყ­ვა­რუ­ლია. იხილეთ სრულად