"7 წლის უკრაინელ ბავშვს კიევში მშვიდად ეძინა, სანამ რუსული ფრთოსანი რაკეტა არ აფეთქდა მის სახლში" - რას წერს "ტვიტერზე" დმიტრო კულება? - კვირის პალიტრა

"7 წლის უკრაინელ ბავშვს კიევში მშვიდად ეძინა, სანამ რუსული ფრთოსანი რაკეტა არ აფეთქდა მის სახლში" - რას წერს "ტვიტერზე" დმიტრო კულება?

7 წლის უკრაინელ ბავშვს კიევში მშვიდად ეძინა, სანამ რუსული ფრთოსანი რაკეტა არ აფეთქდა მის სახლში. უკრაინის გარშემო, კიდევ ბევრი თავდასხმების ქვეშ იმყოფება , - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა და დაზარალებული ბავშვის ფოტო ატვირთა.~

„დიდი შვიდეულის“ სამიტმა უნდა მეტი სანქციებით უპასუხოს რუსეთს და უკრაინას მეტი მძიმე შეიარაღება გადმოსცეს. რუსეთის ავადმყოფი იმპერიალიზმი უნდა დამარცხდეს“ , - დასძინა კულებამ.

ინფორმაციისთვის, დღეს კიევზე რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს. შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან 7 წლის გოგონა გამოიყვანეს.