"ზაზაც არ მომცემდა საშუალებას, რომ ვარჯიში და საკუთარი თავი მიმეტოვებინა" - კვირის პალიტრა

"ზაზაც არ მომცემდა საშუალებას, რომ ვარჯიში და საკუთარი თავი მიმეტოვებინა"

"სუხიშვილების" მოცეკვავე და 4 შვილის დედა თიკა ალავიძე ეკო ფანგანის რუბრიკას, „13 კითხვას“ ეწვია. თიკა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას მეუღლეა. ამას გარდა, ის ბლოგერობითაც არის დაკავებული და გამომწერებს სასარგებლო რჩევებს ხშირად უზიარებს. გადაცემაში თიკამ პირადი ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ ისაუბრა:

„მარტივი ნამდვილად არ არის, საკმაოდ რთულია, რომ იყო ოთხი შვილის დედა და საკუთარ თავსაც დაუთმო დრო, მაგრამ ზაზაც არ მომცემდა საშუალებას, რომ ვარჯიში და საკუთარი თავი მიმეტოვებინა და სხვანაირად მეცხოვრა. საცხოვრებელ ადგილს ხშირად ვიცვლით, ზაზას აქტიური ცხოვრებიდან გამომდინარე. 4 ბავშვით გვიწევს ხოლმე ჩალაგება და გადასვლა, მაგრამ ახალი გამოწვევებია, ახალ მეგობრებს ვიძენთ და გამოცდილებაც გვემატება. ყველაზე მეტად კალიფორნიაში ცხოვრება მომწონდა“, - ამბობს თიკა.

წყარო