"ასეთს ხედავს დედას ლიზა..." - 73 წლის ალა პუგაჩოვას ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - კვირის პალიტრა

"ასეთს ხედავს დედას ლიზა..." - 73 წლის ალა პუგაჩოვას ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

რუსული ესტრადის პრიმადონა, 73 წლის ალა პუგაჩოვა მეუღლესა და შვილებთან ერთად ისრაელში იმყოფება მას მერე, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. ოჯახმა ასე გამოხატა პროტესტი პუტინის პოლიტიკის მიმართ. მაქსიმ გალკინი ისრაელში ატარებს საღამოებს, რუსეთში კი იმ გადაცემებს, რომლებშიც ის მონაწილეობდა, რა ხანია, სხვა ტელეწამყვანები უძღვებიან.

alla-pugachova-1656259669.jpg

პრიმადონას ახალი ფოტო გალკინმა სოციალურ ქსელში ატვირთა ტექსტით: "ალა ლიზას თვალებით". ფოტო პუგაჩოვას ქალიშვილმა ლიზამ გადაიღო. 73 წლის ასაკშიც ალა მშვენიერ ფორმაშია და ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

წყარო