"პუტინის სტრატეგიულმა მიზნებმა უკრაინის ომში მარცხი განიცადა" - კვირის პალიტრა

"პუტინის სტრატეგიულმა მიზნებმა უკრაინის ომში მარცხი განიცადა"

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ანტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომში "სტრატეგიული მიზნების შესრულება" ვერ შეძლო.

„მოდით, ნუ ავურევთ ტაქტიკურს სტრატეგიულთან. რაც შეეხება პუტინის სტრატეგიულ მიზნებს, უკვე მარცხი განიცადა. მისი სტრატეგიული მიზანი იყო უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასრულება, მისი რუკიდან წაშლა, რუსეთისთვის დაქვემდებარება - რაც ჩაიშალა“, - განაცხადა ბლინკენმა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, იმარჯვებს თუ არა რუსეთი ომში.

მისი თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში "ტაქტიკური, სასტიკი ბრძოლა" მიმდინარეობს.

ამასთან, ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ „სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა“ პუტინზე დიდხანს იარსებებს.