"ილია მეორემ საქართველო ევროპაში შეიყვანა" - ქართული საგალობლები სიქსტის კაპელაში: სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ისტორიული კონცერტი ვატიკანში (ფოტოები) - კვირის პალიტრა

"ილია მეორემ საქართველო ევროპაში შეიყვანა" - ქართული საგალობლები სიქსტის კაპელაში: სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ისტორიული კონცერტი ვატიკანში (ფოტოები)

ვა­ტი­კან­ში, სიქსტის კა­პე­ლა­ში, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის სა­პატ­რი­არ­ქო გუნ­დის ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა.

მას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ე­რი, კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი და პრო­ტოპ­რეს­ვი­ტე­რი გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძე ეს­წრე­ბოდ­ნენ.

კონ­ცერ­ტის და­წყე­ბამ­დე, სიქსტის კა­პე­ლა­ში შეკ­რე­ბი­ლებს სი­ტყვით წმი­და საყ­დრის ქრის­ტი­ან­თა ერ­თი­ა­ნო­ბის ხელმშემ­წყო­ბი კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, კარ­დი­ნალ­მა კურტ კოხ­მა მი­მარ­თა. ის­ტო­რი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ სხვა კარ­დი­ნა­ლე­ბიც.

ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის ტაძ­რის სა­პატ­რი­არ­ქო გუნ­დის კონ­ცერ­ტი ვა­ტი­კა­ნის ტე­ლე­ვი­ზი­ით პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მო­და.

კონ­ცერ­ტის ბო­ლოს, "ავე მა­რია“ სა­პატ­რი­არ­ქო გუნდთან ერ­თად სიქსტის კა­პე­ლას გუნ­დმა შე­ას­რუ­ლა.

Vatican News-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ შე­სა­ბა­მი­სი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ურ­თი­ერთ ცოდ­ნა ხელს უწყობს ურ­თი­ერ­თდა­ფა­სე­ბა­სა და უფრო მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

"სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პა­ში შე­იყ­ვა­ნა" - და­წე­რა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და კონ­ცერ­ტის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

27062022-1100-1656313354.56_REC.png

27062022-1101-1656313367.06_REC.png

27062022-1101-1656313379.18_REC.png

27062022-1101-1656313392.28_REC.png

თბი­ლი­სის ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მგა­ლო­ბელ­თა სა­პატ­რი­არ­ქო გუნ­დი, 29 ივ­ნისს, წმ. პეტ­რეს ბა­ზი­ლი­კა­ში, პაპ ფრან­ცის­კე­სა და ვა­ტი­კან­ში ვი­ზი­ტად მყო­ფი კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს დე­ლე­გა­ცი­ის თან­დას­წრე­ბით, ქარ­თულ სა­გა­ლობ­ლებს კვლავ შე­ას­რუ­ლებს.

სა­პატ­რი­არ­ქო გუნ­დი ვა­ტი­კან­ში რო­მის პა­პის მიწ­ვე­ვით 23 ივ­ნისს გა­ემ­გზავ­რა.

ცნო­ბის­თვის, სიქსტის კა­პე­ლა რო­მის პა­პის ოფი­ცი­ა­ლურ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში - სა­მო­ცი­ქუ­ლო სა­სახ­ლე­ში მდე­ბა­რე­ობს. ისაა ად­გი­ლი, სა­დაც პა­პის კონკლა­ვი იმარ­თე­ბა. სიქსტის კა­პე­ლა მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლია მი­ქე­ლან­ჯე­ლოს ფრეს­კით "გან­კი­თხვის დღე".