არახამიას აცხადებს, რომ "ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის მხილებას აპირებს - "იმედი უნდა გავუცრუო ყველას, ვინც გადაწყვიტა უკრაინელების სიკვდილზე ფული გამოიმუშაოს" - კვირის პალიტრა

არახამიას აცხადებს, რომ "ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის მხილებას აპირებს - "იმედი უნდა გავუცრუო ყველას, ვინც გადაწყვიტა უკრაინელების სიკვდილზე ფული გამოიმუშაოს"

ფრაქ­ცია"ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით არა­ხა­მი­ას გან­ცხა­დე­ბით, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სულ უფრო მეტი ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სეთს სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ავ­ლა­ში ეხ­მა­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა მან „ტე­ლეგ­რა­მის“ არხზე გა­ავ­რცე­ლა.

არა­ხა­მი­ას თქმით, მალე ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან ბევ­რი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო დე­პუ­ტა­ტი­სა და მი­ნის­ტრის სა­ზღვარ­გა­რეთ ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი­სა და ან­გა­რი­შე­ბის შე­სა­ხებ.

მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კავ­ში­რებ­ზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ღრმად არის ჩარ­თუ­ლი იმა­ში, რომ და­ეხ­მა­როს ტე­რო­რიზ­მის სპონ­სორ ქვე­ყა­ნას სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლა­ში.

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ვი­ზი­ტის დროს ჩვე­ნი დე­ლე­გა­ცი­ის სა­მუ­შა­ოს ცალ­კე ნა­წი­ლი იყო ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა იმ სქე­მე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლი­თაც რუ­სე­თი სარ­გებ­ლობს სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ასავ­ლე­ლად.

ერთ-ერთი ასე­თი არის ქარ­თლი იუ­რის­დიქ­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეხ­მა­რე­ბა რუ­სეთს სან­ქცი­ე­ბის­თვის გვერ­დის ავ­ლა­ში. რო­დე­საც ეს ინ­ფორ­მა­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და აშშ-ის­თვის, მო­ვის­მი­ნეთ ბევ­რი სი­ტყვა სხვადსახ­ვა ქარ­თვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის­გან, რომ თით­ქოს­და ეს სი­მარ­თლე არ არის.

მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გაჩ­ნდა სულ უფრო მეტი ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ჩემს სი­ტყვებს ამ­ტკი­ცებს.

მალე ხელ­მი­საწ­ვდო­მი გაც­დე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან ბევ­რი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო დე­პუ­ტა­ტი­სა და მი­ნის­ტრის სა­ზღვარ­გა­რეთ ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი­სა და ან­გა­რი­შე­ბის შე­სა­ხებ. და რა თქმა უნდა ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის კავ­ში­რებ­ზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ღრმად არის ჩარ­თუ­ლი იმა­ში, რომ და­ეხ­მა­როს ტე­რო­რიზ­მის სპონ­სორ ქვე­ყა­ნას სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლა­ში.

მაგ­რამ მინ­და იმე­დი გა­ვუც­რუო ყვე­ლას, ვინც გა­და­წყვი­ტა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის სიკ­ვდილ­ზე ფული გა­მო­ი­მუ­შა­ოს. არ იქ­ნე­ბა და ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი უნდა მო­ემ­ზა­დოს. მალე ავფრინ­დე­ბით და ეს ტუ­რის­ტუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა არ იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და არა­ხა­მი­ამ.

ამბები.ჯი