"გი­ორ­გის არას­დროს არა­ნა­ი­რი დარ­ღვე­ვა არ ჰქო­ნია" - "ბა­ხა­ლა" სას­ჯე­ლის ბოლო თვე­ებს სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მით მო­იხ­დის და შა­ბათ-კვი­რას სახ­ლში გა­ა­ტა­რებს - კვირის პალიტრა

"გი­ორ­გის არას­დროს არა­ნა­ი­რი დარ­ღვე­ვა არ ჰქო­ნია" - "ბა­ხა­ლა" სას­ჯე­ლის ბოლო თვე­ებს სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მით მო­იხ­დის და შა­ბათ-კვი­რას სახ­ლში გა­ა­ტა­რებს

"გი­ორ­გის არას­დროს არა­ნა­ი­რი დარ­ღვე­ვა არ ჰქო­ნია და ეს გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს" - "ბა­ხა­ლა" სას­ჯე­ლის ბოლო თვე­ებს სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მით მო­იხ­დის და შა­ბათ-კვი­რას სახ­ლში გა­ა­ტა­რებს.

გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი (ბა­ხა­ლა) სას­ჯე­ლის ბოლო თვე­ებს სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მით მო­იხ­დის, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას იგი შინ გა­ა­ტა­რებს.

მსა­ხი­ო­ბის ად­ვო­კა­ტის თქმით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა გი­ორ­გის ყოფა-ქცე­ვა და ჩათ­ვა­ლა, რომ "ის სო­ცი­უ­მის­თვის სა­ში­ში არ არის“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვილს 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი და სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 2018 წლის 23 იან­ვრი­დან იმ­ყო­ფე­ბა. მას მსჯავ­რი და­ე­დო დიდი ოდე­ნო­ბით – 0.3726 გრა­მი ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის (სუ­ბუ­ტექ­სი) შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის საქ­მე­ზე. მსა­ხი­ო­ბი ბრალს არ აღი­ა­რებს და ამ­ბობს, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბი ჩა­უ­დეს, რად­გან არ დას­თან­ხმდა პო­ლი­ცი­ის მო­თხოვ­ნას მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე.

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, მის მუხლს შემ­დეგ ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნი შე­ე­ხო და სას­ჯე­ლი 1/4-ით შე­უმ­ცირ­და.

გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძე, გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი:

"გი­ორ­გი შა­ბათ-კვი­რას და­ტო­ვებს სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას და ორ­შა­ბათს უკან დაბ­რუნ­დე­ბა. ესაა მთე­ლი სპეც­რე­ჟი­მი და ის სას­ჯე­ლის მოხ­დამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რაა.. გააგრძელეთ კითხვა