"მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორებისთვის, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვასთვის" - კვირის პალიტრა

"მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორებისთვის, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვასთვის"

ჩვენ გავაღრმავებთ თანამშრომლობას ნატო-ს უახლოეს პარტნიორებთან, მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორებისთვის, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე, სამდღიანი სამიტის წინ განუცხადა.

მისი თქმით, თქმით, სამიტში მონაწილეობას საქართველო და ევროკავშირიც მიიღებენ.

„მივესალმები, რომ ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია და კორეის რესპუბლიკა პირველად შემოგვიერთდებიან ჩვენს სამიტზე. მონაწილეობას მიიღებს საქართველო და ევროკავშირიც“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

IPN