თბილისში ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - კვირის პალიტრა

თბილისში ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

თბილისში, ანა კალანდაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი დაახლოებით 20 წლამდე ასაკის ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

ადგილობრივების ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 10-15 წუთის წინ მოხდა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსი"