მომღერალმა მარიკა თხელიძემ ბავშვის სქესი გაამხილა - ემოციური კადრები ორსული მომღერლის "ინსტაგრამიდან" - კვირის პალიტრა

მომღერალმა მარიკა თხელიძემ ბავშვის სქესი გაამხილა - ემოციური კადრები ორსული მომღერლის "ინსტაგრამიდან"

მომღერალი მარიკა თხელიძე ორსულადაა. სასიხარულო ამბავი მარიკამ და მისმა მეუღლემ "ინსტაგრამზე" გაასაჯაროეს.

როგორც ფოტოებიდან ჩანს წყვილი გოგონას ელოდება.

ინფორმაციისთვის, მარიკა თხელიძის მეუღლე "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი მანველიძეა და წყვილისთის ეს მეორე ქორწინება გახლავთ.

"ერთმანეთი საერთო მეგობარმა, ნინი ქარსელაძემ გაგვაცნო. პირველივე ნახვისას სიმპათიით განვეწყვე გიორგის მიმართ. დავმეგობრდით. შარშან, როცა ბათუმში ჩავედი, მივხვდით, რომ ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა, სხვა თვალით შევხედეთ ერთმანეთს და ჩემი და გიორგის ურთიერთობაც იქ დაიწყო. გადავწყვიტეთ, ერთად გვეცხოვრა და უბედნიერესი ვარ, რომ ეს ადამიანი დღეს ჩემ გვერდითაა… გიორგიმ შიში დამაძლევინა, გადამალახვინა და მიმახვედრა, რომ მეორედ ამ ნაბიჯის გადადგმით, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა…" - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალი.