"რუსეთმა დაიწყო დარტყმების უჩვეულოდ ინტენსიური ტალღები..." - დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ განახლებულ სადაზვერვო ინფორმაციას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"რუსეთმა დაიწყო დარტყმების უჩვეულოდ ინტენსიური ტალღები..." - დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ განახლებულ სადაზვერვო ინფორმაციას ავრცელებს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ განახლებულ სადაზვერვო ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, უკრაინული ძალები აგრძელებენ თავიანთი პოზიციების გამყარებას ქალაქ ლისიჩანსკში, სევეროდონეცკიდან უკან დახევის შემდეგ.

„24-26 ივნისს რუსეთმა დაიწყო დარტყმების უჩვეულოდ ინტენსიური ტალღები შორი მანძილის რაკეტების გამოყენებით. ეს იარაღი დიდი ალბათობით მოიცავდა საბჭოთა ეპოქის AS-4 KITCHEN და უფრო თანამედროვე AS-23a KODIAK რაკეტებს, რომლებიც ისროლეს როგორც ბელარუსის, ასევე რუსეთის საჰაერო სივრციდან", - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, სევეროდონეცკში რუსეთმა ექვსი სხვადასხვა არმიის ძირითადი ელემენტები განათავსა, მაგრამ, ქალაქში მხოლოდ ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია.

IPN