"ნასედკები" იყვნენ "ნაცმოძრაობის“ დროიდან - უდიდესი უმრავლესობა "ნაცმოძრაობის“ მიერ იყო "დავერბოვკებული" - ვისზე საუბრობს კობახიძე - კვირის პალიტრა

"ნასედკები" იყვნენ "ნაცმოძრაობის“ დროიდან - უდიდესი უმრავლესობა "ნაცმოძრაობის“ მიერ იყო "დავერბოვკებული" - ვისზე საუბრობს კობახიძე

"კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ვიდ­ნენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“, მათი უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა იყ­ვნენ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ მიერ "და­ვერ­ბოვ­კე­ბუ­ლი“, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და კი­თხვა­ზე, არის თუ არა "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გავ­ლე­ნე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ის, რომ "ოც­ნე­ბის“ ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი ამა­ზე ღიად სა­უბ­რო­ბენ.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ წა­სუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ნა­წი­ლი "ნა­სედ­კე­ბი იყ­ვნენ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ დრო­ი­დან“.

"ვინ ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი? ნა­სედ­კე­ბი რომ იყ­ვნენ გუნდში, იმა­ზე ლა­პა­რა­კობთ? რაის ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი? ნა­სედ­კე­ბი იყ­ვნენ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ დრო­ი­დან. ფაქ­ტე­ბით გე­ტყვით ვინ რო­გორ და­ა­ვერ­ბოვ­კეს. ნამ­დვი­ლად ასე იყო და აღარ მინ­და სა­ხე­ლე­ბის და გვა­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა, ისი­ნი არი­ან გა­კოტ­რე­ბუ­ლი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე. კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ვიდ­ნენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“, მათი უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა იყ­ვნენ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ მიერ და­ვერ­ბოვ­კე­ბუ­ლი.

ყვე­ლა­ზე არ ვსა­უბ­რობ, მაგ­რამ იყ­ვნენ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ და­ვერ­ბოვ­კე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ფორ­მით და კონ­კრე­ტუ­ლი ცოდ­ვე­ბის გამო“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გავ­ლე­ნე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ვერ იქ­ნე­ბა ვერც ის ფაქ­ტი, რომ დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი ხალ­ხი არი­ან.

"ეს გუნ­დი თა­ვის დრო­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ, მეც ვარ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მო­სუ­ლი ამ გუნდში, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, კახი [კა­ლა­ძე] ... რომ გავ­ყვეთ მთელ გუნდს, ძი­რი­თა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ­ნი ვინც არი­ან, ყვე­ლა თა­ვის დრო­ზე არის, რა თქმა უნდა, მისი მოყ­ვა­ნი­ლი. აბა ვისი მოყ­ვა­ნი­ლი უნდა იყოს ეს გუნ­დი? მან და­ა­ფუძნა ეს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, იყო პრე­მი­ე­რი, მერე იყო პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე და აბა, ვის უნდა მო­ეყ­ვა­ნა ეს ხალ­ხი? პო­ლი­ტი­კი­დან რომ გა­ვი­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, მის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი ხალ­ხი უნდა წა­სუ­ლი­ყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ და სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ მოყ­ვა­ნი­ლი ხალ­ხი უნდა მო­სუ­ლი­ყო "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“?“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.