"ბრეჟნე­ვა­სა და მე­ლა­ძის იდე­ა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი მხო­ლოდ ძველ სიმ­ღე­რებ­ში დარ­ჩა" - ომთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები და ღალატი - რას წერს რუსული მედია - კვირის პალიტრა

"ბრეჟნე­ვა­სა და მე­ლა­ძის იდე­ა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი მხო­ლოდ ძველ სიმ­ღე­რებ­ში დარ­ჩა" - ომთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები და ღალატი - რას წერს რუსული მედია

ვერა ბრეჟნე­ვა­სა და კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძეს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბაა, ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დია წერს. ბოლო დროს მათ შე­სა­ხებ უამ­რა­ვი ჭორი გავ­რცელ­და. ამ­ბო­ბენ, რომ ვარ­სკვლა­ვუ­რი წყვი­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბას­თან ახ­ლო­საა.

"ვია გრას“ ყო­ფი­ლი სო­ლის­ტი 40 წლის ვერა ბრეჟნე­ვა 59 წლის კომ­პო­ზი­ტორ­ზე, კონ­სტან­ტინ მე­ლა­ძე­ზე 2015 წელს და­ქორ­წინ­და. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს მა­ნამ­დეც ჰქონ­დათ ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წადს გრძელ­დე­ბო­და. ვე­რას გამო კონ­სტან­ტი­ნემ პირ­ვე­ლი ცოლ-შვი­ლი და­ტო­ვა.

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის შემ­დეგ, წყვი­ლის გა­რე­მოც­ვა მე­დი­ას­თან ადას­ტუ­რებს, რომ მუ­სი­კო­სი და მისი მუზა სირ­თუ­ლე­ე­ბის წი­ნა­შე არი­ან.

თავ­და­პირ­ვე­ლად, გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მი­ზე­ზი ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­ლა­ძი­სა და მისი მე­უღ­ლის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი აღ­მოჩ­ნდა. ვერა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვი­და, ის პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დღემ­დე აკ­რი­ტი­კებს, კონ­სტან­ტი­ნემ კი გა­ჩუ­მე­ბა არ­ჩია. ცნო­ბი­ლია, რომ ძმე­ბი მე­ლა­ძე­ე­ბი რუ­სეთ­ში დიდ ბიზ­ნესს ფლო­ბენ და ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ვა­ლე­რი მე­ლა­ძე რუ­სეთს ვერ ტო­ვებს, დიდი ფუ­ლია.

მე­დი­ის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წყვილს სა­ერ­თო სა­კუთ­რე­ბა­ში ქო­ნე­ბა არ აქვს. ასე­ვე აქვთ ცალ-ცალ­კე სახ­ლე­ბი და ისი­ნი ერ­თად არ ცხოვ­რო­ბენ. ასე­ვე სა­უბ­რო­ბენ, რომ მე­ლა­ძემ ბრეჟნე­ვას უღა­ლა­ტა. ამ­ბო­ბენ, რომ კომ­პო­ზი­ტო­რის ახა­ლი გა­ტა­ცე­ბა "ვი­აგ­რას" ყო­ფი­ლი წევ­რი, ერი­კა ჰერ­ცო­გია. გააგრძელეთ კითხვა