ვინ არიან მილიონერი პოლიტიკოსის შვილები - რა ქონებას ფლობს ხაზარაძე ლონდონსა და თბილისში? - კვირის პალიტრა

ვინ არიან მილიონერი პოლიტიკოსის შვილები - რა ქონებას ფლობს ხაზარაძე ლონდონსა და თბილისში?

5 შვი­ლის მამა პო­ლი­ტი­კა­ში ბიზ­ნე­სი­დან მო­ვი­და. მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ლი­ო­ნე­რია, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, შემ­თხვე­ვით შე­გიძ­ლი­ათ შეხ­ვდეთ მეტ­როს სი­ახ­ლო­ვეს ან რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე, სა­დაც გი­ტა­რით ხელ­ში ბენდთან ერ­თად მღე­რის. არ აკ­ლია სკან­და­ლე­ბიც, ოღონდ პო­ლი­ტი­კუ­რი და არა პი­რა­დი. ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის გამო, ხა­ზა­რა­ძე-ჯა­ფა­რი­ძის დუ­ე­ტი ლა­მის გი­სო­სებს მიღ­მაც აღ­მოჩ­ნდა...

პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მშვი­დია. წლე­ბია მისი მე­უღ­ლე კლა­სე­ლი ირი­ნა ხი­და­შე­ლია. „პა­ლიტ­რა­ვი­დე­ოს­თვის“ რამ­დე­ნი­მე წლის წინ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ მე­უღ­ლეს­თან კა­მა­თიც კი არა­სო­დეს მოს­ვლია. 90-ია­ნებ­ში მის ოჯახ­საც ძა­ლი­ან უჭირ­და და უშუ­ქო­ბა და საკ­ვე­ბის არ­ქო­ნა არც მისი ოჯა­ხის­თვის იყო უცხო, თუმ­ცა ამ დროს ირი­ნა სახ­ლში ეგუ­ლე­ბო­და...

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე:

"90-ია­ნე­ბი იდგა, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ სახ­ლში იყო ქალი, რო­მე­ლიც ლო­მი­ვით ეფა­რე­ბო­და და იცავ­და შვი­ლებს, სა­ნამ მა­მა­კა­ცი სახ­ლში მი­ვი­დო­და. ამის გან­ცდა რომ აქვს კაცს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი საქ­მის წარ­მა­ტე­ბის­თვის. გრძნობ, სა­დაც არ უნდა იყო, შენი ოჯა­ხი, შენი შვი­ლე­ბი და კერა და­ცუ­ლია".

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის უფ­როს­მა შვილ­მა ანამ, ლონ­დონ­ში სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და შემ­დეგ და­ო­ჯახ­და. შემ­დეგ კი მე­უღ­ლე კოტე გუ­ნი­ას­თან ერ­თად წინ­დე­ბის ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყო.

მე­ო­რე შვილ­მა ნი­კამ შოტ­ლან­დი­ა­ში ბიზ­ნეს-ფა­კულ­ტეტ­ზე ის­წავ­ლა. ელე­ნემ ამე­რი­კულ აკა­დე­მი­ა­ში. სო­ფომ მუ­სი­კა­ლუ­რი ათწლე­დი და­ამ­თავ­რა, იო­ა­ნე კი 13 წლის არის.

"ჩემს შვი­ლებს ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბი, რაც მეტი გა­ტა­ცე­ბა ექ­ნე­ბათ, ეს უფრო და­ეხ­მა­რე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში იპო­ვონ თა­ვი­სი თავი. ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რი არ არის. რაც არ უნდა კარ­გი საქ­მე, ოჯა­ხი და სა­მე­გობ­რო გყავ­დეს, ადა­მი­ანს სა­კუ­თარ თავ­თან გან­მარ­ტო­ე­ბა უნდა შე­ეძ­ლოს.

სა­მო­მავ­ლო აზ­რე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბა ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, მე ბავ­შვო­ბი­სას ფან­ჯრის რა­ფა­ზე ჯდო­მა და სივ­რცის ყუ­რე­ბა მომ­წონ­და. დღემ­დე გა­მომ­ყვა ეს ჩვე­ვა - როცა სივ­რცეს ვუ­ყუ­რებ, ჩემ­ში ბევ­რი რამ ხდე­ბა"- ამ­ბობ­და ხა­ზა­რა­ძე ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მი­ლი­ო­ნერ დე­პუ­ტატს შთამ­ბეჭ­და­ვი ქო­ნე­ბა აქვს. მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 8 მი­წის ნაკ­ვე­თი ცი­ხის­ძირ­ში, 3 მი­წის ნაკ­ვე­თი მუხ­რან­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი თბი­ლის­ში, ბინა ლონ­დონ­ში, რომ­ლის 50%-ის მფლო­ბე­ლი მისი მე­უღ­ლეა.დე­პუ­ტატს აქვს 2 აგა­რა­კი წყნეთ­ში; ბინა და ავ­ტო­ფა­რე­ხი დუ­შეთ­ში; მი­წის ნაკ­ვე­თი ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რედ; მი­წის ნაკ­ვე­თი ნა­ტა­ნებ­ში...

ასე­ვე მის სა­კუთ­რე­ბა­შია ნა­წი­ლობ­რივ 10 მი­წის ნაკ­ვე­თი ცი­ხის­ძირ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი მას­თან ერ­თად არი­ან - ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე, ივა­ნე ხა­ზა­რა­ძე და კახა ხა­ზა­რა­ძე. მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს­თან ერ­თად ფლობს ასე­ვე 2 მი­წის ნაკ­ვეთს ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რედ.

რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მის სა­კუთ­რე­ბა­შია მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი Lexus LX 570 და Jaguar XK140. ეს უკა­ნას­კნე­ლი, რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, ჩუ­ქე­ბით აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ირი­ნე ხა­ზა­რა­ძის კუთ­ვნი­ლე­ბა­შია მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა General Motors Hummer H3, რო­მე­ლიც 2005 წელს 38000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

ნიკა ხა­ზა­რა­ძეს ჰყავს მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა Porsche Cayenne, რო­მელ­შიც 2016 წელს 55 000 ევრო გა­და­ი­ხა­და.

იხილეთ სრულად