"სანამ დააკავებდნენ, მოსახლეობა გაუსწორდა" - 68 წლის მამაკაცის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულების ოჯახებს სოფელი დაატოვებინეს - კვირის პალიტრა

"სანამ დააკავებდნენ, მოსახლეობა გაუსწორდა" - 68 წლის მამაკაცის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულების ოჯახებს სოფელი დაატოვებინეს

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვარ­ლის ტყე­ში 68 წლის მა­მა­კა­ცის მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის ოჯა­ხებ­მა სო­ფე­ლი და­ტო­ვეს.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ასე­თი ფაქ­ტი მათ სო­ფელ­ში არას­დროს მომ­ხდა­რა და მსგავ­სი პი­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არ უნდა იყ­ვნენ.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ერთ-ერთ ბრალ­დე­ბულს, სა­ნამ პო­ლი­ცია და­ა­კა­ვებ­და, სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და.

„ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა, რო­გორც კი გა­ი­გო ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ, ერთ-ერთი პირი სახ­ლი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს, წა­იყ­ვა­ნეს და სცე­მეს. მე­ო­რე უკვე და­კა­ვე­ბუ­ლი იყო. არ ვა­პა­ტი­ებთ ასეთ რა­მეს. დიდი ხა­ნია ამ მხა­რე­ში ასე­თი რამ არ მომ­ხდა­რა, ყვე­ლა გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ“, - აღ­ნიშ­ნა ად­გი­ლობ­რივ­მა „ტვ პირ­ველ­თან“ სა­უბ­რი­სას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდა­რი ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის, ძარ­ცვის, გა­მო­ძალ­ვის, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­ზე ორ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 26 და 27 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 118-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, 178-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ და „დ“ მუხ­ლე­ბით, 181-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით და 144 მე­სა­მე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ე“ და „ვ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. (წყარო)