"ხელი არ მითხოვია, მაგრამ..." - ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულია - ვინ არის ფეხბურთელის რჩეული? - კვირის პალიტრა

"ხელი არ მითხოვია, მაგრამ..." - ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულია - ვინ არის ფეხბურთელის რჩეული?

ნობელ არუსტამიანის Youtube-არხთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი შეყვარებულის შესახებ ისაუბრა:

- ხვიჩა, მოგყვება შენი შეყვარებული იტალიაში?

- ის სწავლობს და სამწუხაროდ, ვერ მოახერხებს...

- გვითხარი, როგორ გაიცანი ის?

- ჩემი მეგობრის მხრიდან გავიცანი და უკვე 1 წელია ვიცნობ. უკვე დიდი ხანია, რაც ერთად ვართ.

- რამდენად ხშირად სწერთ ერთმანეთს და კონტაქტობთ? თქვენ ფეხბურთელი ხართ და ხშირად სხვადასხვა ადგილას გიწევთ ყოფნა...

- ფეხბურთელის მეუღლეებმა ან მომავალმა ცოლებმა კარგად იციან, რომ ფეხბურთელის ცოლობა არ არის ადვილი, იმიტომ, რომ მათ ყოველდღიურად არ შეუძლიათ დაურეკონ ან მისწერონ თავიანთ საყვარელ ადამიანებს, რადგან მათ აქვთ ვარჯიშები და თამაშები. ჩემმა შეყვარებულმა ეს კარგად იცის და ყველაფერი გააზრებული აქვს.

- მატჩის წინ შეუძლია whatsapp-ში მოგწეროს?

- რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებთან და საცოლესთან საუბარი შემიძლია, მაგრამ დიდხანს არა. განაგრძეთ კითხვა sportall.ge-ზე