"ოხა­ნაშ­ვი­ლი რომ ადა­მი­ანს საქ­მის გარ­ჩე­ვას და­გი­წყებს, თავი ხომ უნდა მო­იკ­ლა" - კვირის პალიტრა

"ოხა­ნაშ­ვი­ლი რომ ადა­მი­ანს საქ­მის გარ­ჩე­ვას და­გი­წყებს, თავი ხომ უნდა მო­იკ­ლა"

"ტვ პირ­ვე­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვატო წე­რე­თე­ლი აცხა­დებს, რომ ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მას თავს და­ესხნენ და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წე­რე­ბი ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი, ბექა ოდი­შა­რია, ირაკ­ლი ზარ­ქუა და სხვე­ბი. წე­რე­თე­ლი ამე­რი­კის ელჩს სა­ქარ­თვე­ლო­ში კელი დეგ­ნანს მი­მარ­თავს, გა­ა­სა­ჯა­რო­ოს სა­ელ­ჩოს შე­ნო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი.

"სა­გი­ჟე­თია... ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბი და­მესხნენ თავს და ფი­ზი­კუ­რად გა­მის­წორ­დნენ. სა­ე­ლოს ეზო­ში, სა­დაც 200-300 სტუ­მა­რი იყო მოწ­ვე­უ­ლი. შოკ­ში ვარ... მივ­მარ­თავ კელი დეგ­ნანს, აშშ-ს სა­ელ­ჩოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფი­ზი­კუ­რად გა­მის­წორ­დნენ, კე­თი­ლი ინე­ბეთ, გა­ა­სა­ჯა­რო­ეთ კად­რე­ბი. მი­ე­ცით მე­დი­ას კად­რე­ბი, რო­გორ უს­წორ­დე­ბი­ან სა­ელ­ჩო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფი­ზი­კუ­რად ადა­მი­ანს." - აცხა­დებს წე­რე­თე­ლი.

მისი თქმით, მმარ­თვე­ლი გუნ­დის რამ­დე­ნი­მე წევ­რი მას ფი­ზი­კუ­რად ერ­თდრო­უ­ლად გა­უს­წორ­და.

"ოხა­ნაშ­ვი­ლი და­იძ­რა ჩემ­კენ, მოჰ­ყვა ზარ­ქუა, ოდი­შა­რია, მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი. მო­მი­ჭი­რა ხელ­ზე, და­მი­წყეს გარ­ჩე­ვე­ბი. ოხა­ნაშ­ვი­ლი რომ ადა­მი­ანს საქ­მის გარ­ჩე­ვას და­გი­წყებს, თავი ხომ უნდა მო­იკ­ლა. ხელი მო­მიქ­ნია სა­ხე­ში, მერე გამ­წია და მო­მიქ­ნია ხელი, სა­ხე­ში მომ­ხვდა. ეს ლაჩ­რე­ბი... ელჩი ალ­ბათ ერთ 50 მეტრში იდგა." - გა­ნა­ცხა­და ვატო წე­რე­თელ­მა "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში.

"ინტერპრესნიუსი"