თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა, ლოდები ტრაილერებს დაეცა, არის მსხვერპლი (ვიდეო) - კვირის პალიტრა

თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა, ლოდები ტრაილერებს დაეცა, არის მსხვერპლი (ვიდეო)

თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა. ჩამოშლილი ლოდები ტრაილერებს დაეცა. შემთხვევა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

პირველადი მონაცემებით, დაზიანებულია ოთხი სატვირთო ავტომობილი.

შემთხვევის ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.