ფოთში, საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს, მათ შორის, გიგი უგულავას მოქალაქეთა ჯგუფი დაუპირისპირდა (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ფოთში, საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს, მათ შორის, გიგი უგულავას მოქალაქეთა ჯგუფი დაუპირისპირდა (ვიდეო)

ფოთში, „შინ ევროპისკენ” ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს, მათ შორის, გიგი უგულავას და ლევან თარხნიშვილს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი დაუპირისპირდა.

მოძრაობის წევრები ფოთის ბაზარში ბროშურებს არიგებენ. მათ და მოქალაქეთა ნაწილს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა.

გიგი უგულავას განცხადებით, „ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის, აღარ უნდათ ბიძინა ივანიშვილი“.

„სრულიად სახე დაკარგეს და ამას განსაკუთრებით ნათლად ვხედავთ უკანასკნელი დღეებია. ფაქტი არის ერთი, მოსახლეობა მიხვდა, სად მიექაჩება ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი. საცოდავად გამოიყურებიან, მოდიან და ყიყინებენ რაღაცებს“, - განაცხადა უგულავამ.

კამპანიის ფარგლებში სახალხო მოძრაობის წევრები სხვადასხვა ლოკაციაზე ხვდებიან მოსახლეობას. ინციდენტებს ადგილი ჰქონდა გუშინ გამართულ შეხვედრებზეც.