"1 თვე გავიდა, რაც კლდიდან გადმოვვარდი და ყველაფერი თავდაყირა დადგა... ამ შემ­თხვე­ვამ უფრო და­მა­ფა­სე­ბი­ნა, რა­საც ვა­კე­თებ­დი" - კვირის პალიტრა

"1 თვე გავიდა, რაც კლდიდან გადმოვვარდი და ყველაფერი თავდაყირა დადგა... ამ შემ­თხვე­ვამ უფრო და­მა­ფა­სე­ბი­ნა, რა­საც ვა­კე­თებ­დი"

28 წლის ვიკა ფილ­ფა­ნი უკვე დიდი ხა­ნია ექ­სტრე­მა­ლურ სპორ­ტს მის­დევს. გო­გო­ნა სვა­ნეთ­ში და­ი­ბა­და და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი იყო. პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია.

"5 წლი­დან ცხენ­ზე ვი­ჯე­ქი. მშობ­ლებს ხში­რად მთა­ში დავ­ყავ­დი. მწვერ­ვალ­ზე პირ­ვე­ლად 13 წლის ასაკ­ში დე­დამ წა­მიყ­ვა­ნა. სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი ბევრ რა­მე­ში მეხ­მა­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის და სი­ცო­ცხლის შეგ­რძნე­ბა­ში, ამი­ტო­მაც სპორ­ტის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი მომ­წონს. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო სპორ­ტსმე­ნი, შე­ჯიბ­რე­ბა­ზე გა­მო­დი­ო­დე და მიღ­წე­ვებ­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მთა­ვა­რია, გსი­ა­მოვ­ნებ­დეს და იღებ­დე იმას, რაც გინ­და" - ამ­ბობს ვიკა "ჯორ­ჯი­ან თა­იმ­სის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ცოტა ხნის წინ ახალ­გაზ­რდა ექ­სტრე­მა­ლი პო­ლი­ტი­კა­შიც გა­მოჩ­ნდა. კერ­ძოდ, ის კენ­ჭს იყ­რი­და 2021 წლის ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში. ფილ­ფა­ნი გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას ლენ­ჯე­რის თემ­ში მა­ჟო­რი­ტარ კან­დი­და­ტად ჰყავ­და წარ­დგე­ნი­ლი.

ერთი თვის წინ ვიკა კლდი­დან გად­მო­ვარ­და. ამ­ბობს, რომ მის­თვის მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა არ არის. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. ის ხაზს უს­ვამს იმ ფაქტს, რომ სვა­ნეთ­ში ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა არ არ­სე­ბობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­გი­ო­ნი ტუ­რის­ტუ­ლი ზო­ნაა და ის არა­ერ­თი ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

collage-1656676402.jpg

"1 თვე გა­ვი­და ზუს­ტად, რაც ჩე­მი­ვე ბრა­ლე­უ­ლო­ბით კლდი­დან გად­მოვ­ვარ­დი (ცოც­ვი­სას და არა ფრე­ნი­სას ) და 1 წამ­ში ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დად­გა. ჩვენ­ნა­ი­რე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია და მეც საკ­მა­ოდ ბევ­რჯერ მქონ­და ნა­ფიქ­რი, რა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ცუდი და უა­რე­სი და­სას­რუ­ლი, თუ მსგავ­სი რამ და­მე­მარ­თე­ბო­და. პი­რა­დად ჩემ­თვის უა­რე­სი და­სას­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და, რომ მე­ცო­ცხლა და და­მე­კარ­გა შან­სი გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა ექ­სტრე­მა­ლუ­რი და აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა, ნაკ­ლე­ბად ცუდს ისე­დაც მიხ­ვდე­ბით (გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ არის ყვე­ლა­ზე უა­რე­სი, რაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს და­გე­მარ­თოს).

ენით აღუ­წე­რე­ლი ტკი­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად საღ გო­ნე­ბა­ზე ვი­ყა­ვი და პირ­ვე­ლი რაც იმ წუ­თებ­ში გა­ვი­ფიქ­რე, სწო­რედ ეს იყო, შევ­ძლებ­დი თუ არა ჩემი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რე­ბას, არც ტკი­ვი­ლის შემ­ში­ნე­ბია, არც იმ სირ­თუ­ლე­ე­ბის, რაც წინ მე­ლო­და, მხო­ლოდ ამის შე­მე­შინ­და. ურ­თუ­ლე­სი 1 თვე იყო და კი­დევ უფრო რთუ­ლი რამ­დე­ნი­მე თვე წინ მე­ლის…

გააგრძელეთ კითხვა