"კა­ფე­ში ჩემ­მა მე­უღ­ლემ შე­ნიშ­ნა ადა­მი­ა­ნი აგ­რე­სი­უ­ლი მზე­რით, გვაკ­ვირ­დე­ბო­და, ჩვე­ნი მა­გი­დის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებ­და" - როგორ ცხოვრობს ანრი ოხანაშვილი პოლიტიკის მიღმა: დეპუტატის ოჯახური ფოტოები - კვირის პალიტრა

"კა­ფე­ში ჩემ­მა მე­უღ­ლემ შე­ნიშ­ნა ადა­მი­ა­ნი აგ­რე­სი­უ­ლი მზე­რით, გვაკ­ვირ­დე­ბო­და, ჩვე­ნი მა­გი­დის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებ­და" - როგორ ცხოვრობს ანრი ოხანაშვილი პოლიტიკის მიღმა: დეპუტატის ოჯახური ფოტოები

გუ­შინ, აშშ-ის სა­ელ­ჩოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ინ­ცინ­დენ­ტი მოხ­და. ტე­ლე­კომ­პა­ნია „ტვ პირ­ვე­ლის“ დი­რექ­ტორ­მა ვატო წე­რე­თელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას "ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წროდ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ მა­ნამ­დე ვატო წე­რე­თელ­მა ყურ­ში ბინ­ძუ­რი რამ უჩურ­ჩუ­ლა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჩხუბ­ში ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ დე­პუ­ტა­ტე­ბი ირაკ­ლი ზარ­ქუა, ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი და და ბექა ოდი­შა­რია.

ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ით სა­მარ­თალმცოდ­ნე გახ­ლავთ, 2010 წელს მა­გის­ტრის ხა­რის­ხი იე­ნის ფრიდ­რიხ ში­ლე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი 2020 წელს ბერ­ლი­ნის ჰუმ­ბოლ­დტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მარ­თლის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი მი­ი­ღო. "ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მსგავს სკან­დალ­ში 2020 წელ­საც გა­ეხ­ვა, მა­შინ ბა­კუ­რი­ა­ნის ერთ-ერთ კა­ფე­ში ოჯა­ხით მყოფ ოხა­ნაშ­ვილს უც­ნო­ბი პირი და­უ­პი­რის­პირ­და. თავ­და­პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოხა­ნაშ­ვილს მა­შინ პი­როვ­ნე­ბა ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი უარ­ყო.

ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი:

"შე­ვე­დით კა­ფე­ში. შევ­ნიშ­ნეთ ადა­მი­ა­ნი, უფრო სწო­რად, ჩემ­მა მე­უღ­ლემ შე­ნიშ­ნა ადა­მი­ა­ნი აგ­რე­სი­უ­ლი მზე­რით ჩემს მი­მართ, რა­ზეც ჩემს მე­უღ­ლეს ვთხო­ვე, რომ ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ექ­ცია. ეს ადა­მი­ა­ნი და­ჟი­ნე­ბუ­ლი მზე­რით გვაკ­ვირ­დე­ბო­და, ჩვე­ნი მა­გი­დის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებ­და, შემ­დგომ და­ი­წყო გას­ვლა გა­რეთ, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში დაბ­რუნ­და ისევ უკან და კი­დევ და­ჟი­ნე­ბუ­ლი მზე­რით ყუ­რე­ბის შემ­დგომ დაჯ­და გვერ­დით მა­გი­დას­თან და და­ი­წყო ხმა­მაღ­ლა ძა­ლი­ან ბინ­ძუ­რი, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით სა­უ­ბა­რი პი­რა­დად ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ. იყო, რა თქმა უნდა, მუ­ქა­რაც, ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩემი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა რაც იყო, ბავ­შვე­ბი და მე­უღ­ლე გა­მე­რი­დე­ბი­ნა სი­ტუ­ა­ცი­ას. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე იმის­თვის, რომ არ შევ­სუ­ლი­ყა­ვი ამ ადა­მი­ან­თან რა­ი­მე ფი­ზი­კურ შემ­ხებ­ლო­ბა­ში ან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში და მაქ­სი­მა­ლუ­რად პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა იყო, ბავ­შვე­ბი გა­მე­რი­დე­ბი­ნა სი­ტუ­ა­ცი­ას. ეს გა­ვა­კე­თე. ხალ­ხის ნა­წი­ლი გარ­ბო­და, იმი­ტომ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი იყო ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი, იგი­ნე­ბო­და, ილან­ძღე­ბო­და და ნა­წილ­მა სცა­და მისი შე­ჩე­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან კა­ფის მუ­შა­ო­ბა პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი გახ­და“, - ამ­ბობ­და მა­შინ ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი.

დე­პუ­ტა­ტი, რო­მელ­საც თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბამ უღა­ლა­ტა, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია. ოხა­ნაშ­ვილს ჰყავს მე­უღ­ლე მაკა ხო­დე­ლი და სამი ქა­ლიშ­ვი­ლი. ანა და მა­რი­ამ ოხა­ნაშ­ვი­ლე­ბი ბერ­ლინ­ში 2013 და 2015 წლებ­ში და­ი­ბად­ნენ. ნუცა ოხა­ნაშ­ვი­ლი 2017 წელს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და, ამ დროს პო­ლი­ტი­კო­სი უკვე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი გახ­ლდათ.

ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა სა­ჯა­რო მო­ხე­ლის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ყო­ველ­წლი­უ­რი დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს 2022 წელს შე­ავ­სო. დო­კუ­მენ­ტში ვკი­თხუ­ლობთ, რომ 2019 წელს ოხა­ნაშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ ჩუ­ქე­ბის სა­ხით თბი­ლის­ში გრი­გოლ ფე­რა­ძის ჩიხ­ში 800 კვ.მ ნაკ­ვე­თი მი­ი­ღო. აქე­დან სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბი 165.25 კვ.მ-ია, სა­ზა­ფხუ­ლო ფარ­თო­ბი 46.05 კვ.მ, სარ­და­ფის ფარ­თო­ბი 125.65 კვ.მ, დამ­ხმა­რე ფარ­თო­ბი 146.55 კვ.მ, ავ­ტო­სად­გო­მის ფარ­თო­ბი 26.3 კვ.მ. სა­ერ­თო ფარ­თო­ბი 509.8 კვ/მ. გააგრძელეთ კითხვა