"საშინელი ვირუსი, ძალიან მაღალი სიცხე მაქვს" - კვირის პალიტრა

"საშინელი ვირუსი, ძალიან მაღალი სიცხე მაქვს"

ამონარიდი სტატიიდან - "რობერტ სტურუამ ჩვენ გვითხრა, მიქელანჯელო არ იცით, ვინ არისო? მისგან აღარაფერი მიკვირს, უკვე ბებერი კაცია!" - როგორ ეხმაურებიან ხელოვანები კაპელის კონცერტს?

„უნიჭო და უვიცმა საქართველომ ვერ გაიგო, რა მოხდა სიქსტეს კაპელაში - არც ქართული საგალობლები იციან, არც ხალხური სიმღერები! არც მიქელანჯელო გაუგიათ და არც ღმერთი! მხოლოდ მიტინგები იციან და 20 ლარი! ვაშა კრეტინებს!“ - ეს უმწვავესი კრიტიკა სოციალურ ქსელში ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა - რობერტ სტურუამ გამოაქვეყნა, რომელსაც მოჰყვა ასევე მწვავე და - მხარდამჭერი კომენტარებიც...

ვატიკანის სიქსტეს კაპელამ სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტს უმასპინძლა, სადაც ძველი ქართული პოლიფონია და ახალი ქართული საგუნდო მუსიკა შესრულდა... 26 ივნისს გამართული 2-საათიანი კონცერტის დროს, გუნდმა, რომელსაც სხვა ქართველი მომღერლებიც შეუერთდნენ, დაახლოებით, 20-მდე სიმღერა შეასრულა, მათ შორის - „კირიე ელეისონ“, „შენ ხარ ვენახი“, „ჩაკრულო“ და გია ყანჩელის მინიატურები. კონცერტის დასასრულისკენ საქართველოს საპატრიარქო გუნდმა, სიქსტეს კაპელის გუნდთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II- ის მიერ დაწერილი "ავე მარია" შეასრულა... ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე, ვატიკანში აკრედიტირებული უცხოელი დიპლომატები დაესწრნენ...

კონცერტის მნიშვნელობაზე კომენტარი საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს ვთხოვეთ...

(სტატია სრულად იხილეთ ლინკზე)

ნანი ბრეგვაძე, მომღერალი:

- სამწუხაროდ, ვერაფერი მოვისმინე, რადგან ლოგინად ვწევარ, საშინელი ვირუსი, ძალიან მაღალი სიცხე მაქვს... ისე კი, ჩემი აზრით, ეს იყო არაჩვეულებრივი მომენტი, ამ ბოლო ხანებში რაც კი ყოფილა, როდესაც ვატიკანი საქართველოს ამდენად დიდ მიწვევას უწყობს, ასეთი შესანიშნავი ანსამბლისას და მუსიკოსებისას. ძალიან გახარებული ვარ! მგონი, ვიღაცები უარყოფითს წერენ, მაგრამ ვფიქრობ, მათ ყურადღებაც არ უნდა მიაქციოთ...

განაგრძეთ კითხვა