"ქართული ოცნებამ“ ევროკავშირის წევრობისთვის განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნებამ“ ევროკავშირის წევრობისთვის განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა

პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ევ­რო­კავ­ში­რის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი 12 პი­რო­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბის შექ­მნას გეგ­მავს.

რო­გორც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, მათ შო­რის სა­მუ­შაო ჯგუ­ფი შე­იქ­მნე­ბა დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნონ­ზე მუ­შა­ო­ბის მიზ­ნით, ასე­ვე, და­კომ­პლექტდე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფი დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ხელ­შე­სა­წყო­ბად.

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ევ­რო­კავ­შირ­მა და­ად­გი­ნა 12 პუნ­ქტი, რო­გორც პი­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ნი­ჭებ­ლად. შე­გახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პუნ­ქტე­ბის უმე­ტე­სო­ბა არის ასო­ცი­რე­ბის დღის წეს­რი­გის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის რამ­დე­ნი­მე თვის წინ შე­თან­ხმდა.

მმარ­თვე­ლი გუნ­დი უზ­რუნ­ველ­ყოფს ევ­რო­კავ­ში­რის მიერ დად­გე­ნი­ლი 12 პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბას სა­თა­ნა­დო დრო­ში და სა­თა­ნა­დო ხა­რის­ხით შემ­დე­გი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად:

პუნ­ქტი 1. პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა

დათ­ქმე­ბის პირ­ვე­ლი პუნ­ქტი უნდა გან­ვი­ხი­ლოთ რო­გორც ერ­თგვა­რი სა­ფუძ­ვე­ლი და­ნარ­ჩე­ნი 11 პუნ­ქტის ეფექ­ტი­ა­ნად შე­სას­რუ­ლებ­ლად. პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცია არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი გა­მოწ­ვე­ვა, რომ­ლის პი­რო­ბებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სია, ნაც­ვლად სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან თე­მებ­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტის­თვის ვიწ­რო­პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს. ამ მო­ცე­მუ­ლო­ბის შე­საც­ვლე­ლად, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შემ­ცირ­დეს რა­დი­კა­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს შო­რის და გა­მო­ცხად­დეს ერ­თგვა­რი მო­რა­ტო­რი­უ­მი აგ­რე­სი­ულ რი­ტო­რი­კა­ზე. რა თქმა უნდა, ჩვენ სრუ­ლად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ სა­კუ­თარ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ამ თვალ­საზ­რი­სით. ანა­ლო­გი­უ­რად, ოპო­ზი­ცი­ამ მომ­დევ­ნო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თავი უნდა შე­ი­კა­ვოს იმგვა­რი რი­ტო­რი­კის­გან, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ში­ნაო და სა­გა­რეო ლე­გი­ტი­მა­ცი­ის არა­ღი­ა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. იგი­ვე ეხე­ბა მე­დი­ა­საც, რო­მე­ლიც ეუთო-ოდი­რის დას­კვნის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი წყა­როა, აგ­რეთ­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რო­მელ­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი მა­პო­ლა­რი­ზე­ბელ კამ­პა­ნი­ა­ში უშუ­ა­ლოდ არის ჩარ­თუ­ლი.

დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ხელ­შე­სა­წყო­ბად, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ბა­ზა­ზე შე­იქ­მნე­ბა პო­ლა­რი­ზა­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფი ყვე­ლა სა­პარ­ლა­მენ­ტო პარ­ტი­ის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რო­მე­ლიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს პერ­მა­ნენ­ტულ მო­ნი­ტო­რინგს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გენს ყო­ველკ­ვი­რე­ულ ან­გა­რიშს პო­ლა­რი­ზა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და ტენ­დენ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. მო­ნი­ტო­რინ­გის ან­გა­რიშ­ში აი­სა­ხე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი სხვა სუ­ბი­ექ­ტე­ბის მი­მართ. მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის შე­მად­გენ­ლო­ბა და მუ­შა­ო­ბის ფორ­მა­ტი და­ზუს­ტდე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­თან და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე.

დე­პო­ლა­რი­ზა­ცი­ის კუ­თხით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის პო­ზი­ცი­ას და მათ სა­მარ­თლი­ან და ჯან­საღ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მა­პო­ლა­რი­ზე­ბე­ლი ქმე­დე­ბე­ბის მი­მართ.

პირ­ვე­ლი პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე.

პუნ­ქტი 2. სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, სა­პარ­ლა­მენ­ტო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტეტ­თან შე­იქ­მნე­ბა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი ყვე­ლა სა­პარ­ლა­მენ­ტო პარ­ტი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­პარ­ლა­მენ­ტო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სფე­რო­ში პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის აღ­სრუ­ლე­ბის ყოვ­ლის­მომ­ცველ შე­ფა­სე­ბას და მო­ამ­ზა­დებს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას გა­მოვ­ლე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად.

შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს ინი­ცი­ა­ტი­ვის წე­სით წა­რედ­გი­ნე­ბა არა უგ­ვი­ა­ნეს 21 სექ­ტემ­ბრი­სა და მი­ი­ღე­ბა არა უგ­ვი­ა­ნეს 1 ნო­ემ­ბრი­სა.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­თან შე­იქ­მნე­ბა სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის რე­ვი­ზი­ის სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბი­ან პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი ყვე­ლა სა­პარ­ლა­მენ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ი­დან, აგ­რეთ­ვე ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მომ­ზად­დე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში, რო­მელ­შიც სა­თა­ნა­დოდ იქ­ნე­ბა ასა­ხუ­ლი ეუთო-ოდი­რი­სა და ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს ინი­ცი­ა­ტი­ვის წე­სით წა­რედ­გი­ნე­ბა არა უგ­ვი­ა­ნეს 21 სექ­ტემ­ბრი­სა და პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ი­ღე­ბა არა უგ­ვი­ა­ნეს 13 დე­კემ­ბრი­სა. მე­ო­რე მოს­მე­ნით მი­ღე­ბამ­დე, კა­ნონპ­რო­ექ­ტი დას­კვნის­თვის გა­ეგ­ზავ­ნე­ბა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ა­სა და ეუთო-ოდირს.

პუნ­ქტი 3. სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის არ­ჩე­ვის წე­სის ცვლი­ლე­ბა და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის არ­ჩე­ვა

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­თან უკვე შექ­მნი­ლია სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც ყვე­ლა სა­პარ­ლა­მენ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­აა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნა­ახ­ლებს მუ­შა­ო­ბას და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის სიღ­რმი­სე­უ­ლი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­ამ­ზა­დებს რო­გორც სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის სტრა­ტე­გი­ა­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მას, ისე შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის პა­კეტს.

სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის სტრა­ტე­გია და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა მომ­ზად­დე­ბა და გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა 1 ოქ­ტომ­ბრამ­დე, რის სა­ფუძ­ველ­ზეც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი მომ­ზად­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს ინი­ცი­ა­ტი­ვის წე­სით წა­რედ­გი­ნე­ბა 1 ნო­ემ­ბრამ­დე. კა­ნონპ­რო­ექ­ტი ინი­ცი­რე­ბის­თა­ნა­ვე დას­კვნის­თვის გა­ეგ­ზავ­ნე­ბა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ა­სა და ეუთო-ოდირს. პარ­ლა­მენ­ტში კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა და­ი­წყე­ბა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ი­დან და ეუთო-ოდი­რი­დან დას­კვნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე.

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის არ­ჩე­ვის წე­სის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში და­ი­ნი­ცირ­დე­ბა 1 სექ­ტემ­ბრამ­დე, ხოლო პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ი­ღე­ბა არა უგ­ვი­ა­ნეს 29 ნო­ემ­ბრი­სა. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნის მი­ღე­ბას კო­ორ­დი­ნა­ცი­ას გა­უ­წევს პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი.

იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევრთა შე­სარ­ჩევ კონ­კურსს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი გა­მო­ა­ცხა­დებს არა უგ­ვი­ა­ნეს 30 სექ­ტემ­ბრი­სა, ხოლო კენ­ჭისყრა საბ­ჭოს წევრთა ასარ­ჩე­ვად ჩა­ტარ­დე­ბა არა უგ­ვი­ა­ნეს 15 ნო­ემ­ბრი­სა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ საბ­ჭოს წევრთა ასარ­ჩე­ვად სა­ჭი­როა 90 პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის ხმა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ევ­რო­კავ­ში­რის დათ­ქმის შე­სა­ბა­მი­სად მათი არ­ჩე­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა რო­გორც მმარ­თვე­ლი გუნ­დის, ისე ოპო­ზი­ცი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

პუნ­ქტი 4. ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­თან შე­იქ­მნე­ბა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც მო­ამ­ზა­დებს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბის კონ­სო­ლი­და­ცი­ის კონ­ცეფ­ცი­ას და წი­ნა­და­დე­ბებს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­სა და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა სამ­სა­ხუ­რის შემ­დგო­მი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბი­ან პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი ყვე­ლა სა­პარ­ლა­მენ­ტო პარ­ტი­ი­დან, აგ­რეთ­ვე მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, პრო­კუ­რა­ტუ­რის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი პარ­ლა­მენტს ინი­ცი­ა­ტი­ვის წე­სით წა­რედ­გი­ნე­ბა არა უგ­ვი­ა­ნეს 19 ოქ­ტომ­ბრი­სა, ხოლო პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ი­ღე­ბა 1 დე­კემ­ბრამ­დე.

პუნ­ქტი 5. დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცია

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­თან შე­იქ­მნე­ბა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბი­ან ყვე­ლა სა­პარ­ლა­მენ­ტო პარ­ტი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. სა­მუ­შაო ჯგუ­ფი იმუ­შა­ვებს დე­ო­ლი­გარ­ქი­ის კა­ნონპ­რო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს ინი­ცი­ა­ტი­ვის წე­სით წა­რედ­გი­ნე­ბა არა უგ­ვი­ა­ნეს 5 ოქ­ტომ­ბრი­სა და პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ი­ღე­ბა არა უგ­ვი­ა­ნეს 29 ნო­ემ­ბრი­სა.

პუნ­ქტი 6. ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა

პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტეტ­თან შე­იქ­მნე­ბა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შევ­ლენ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი ყვე­ლა სა­პარ­ლა­მენ­ტო პარ­ტი­ი­დან, აგ­რეთ­ვე პრო­კუ­რა­ტუ­რის, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

სა­მუ­შაო ჯგუ­ფი 1 ნო­ემ­ბრამ­დე მო­ამ­ზა­დებს არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის სიღ­რმი­სე­ულ შე­ფა­სე­ბას და შე­ი­მუ­შა­ვებს წი­ნა­და­დე­ბებს ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის შემ­დგო­მი გაძ­ლი­ე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე.

პუნ­ქტი 7-8. სა­თა­ნა­დო მე­დი­ა­გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა და მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი რე­ა­გი­რე­ბა

პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, უზ­რუნ­ველ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ჯა­რო­ო­ბას ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ.

პუნ­ქტი 9. გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა და ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის საბ­ჭო წარ­მარ­თა­ვენ აქ­ტი­ურ სა­მუ­შაო პრო­ცესს, რათა მომ­ზად­დეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბე­ბი გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის ხელ­შე­სა­წყო­ბად და ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კი­დევ უფრო ეფექ­ტი­ა­ნი ბრძო­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის პა­კე­ტი პარ­ლა­მენტს ინი­ცი­ა­ტი­ვის წე­სით წა­რედ­გი­ნე­ბა არა უგ­ვი­ა­ნეს 5 ოქ­ტომ­ბრი­სა, ხოლო პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ი­ღე­ბა არა უგ­ვი­ა­ნეს 15 ნო­ემ­ბრი­სა.

პუნ­ქტი 10. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­თა მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე კო­ორ­დი­ნა­ცი­ას გა­უ­წევს ევ­რო­კავ­ში­რის პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა პრო­ცეს­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ეფექ­ტი­ან ჩარ­თუ­ლო­ბას. გარ­და ამი­სა, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლო­ბის ეფექ­ტი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის პი­რო­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც.

პუნ­ქტი 11. სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის პრო­აქ­ტი­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ

პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტი, ევ­რო­საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­სა­ბა­მის კა­ნონპ­რო­ექტს მო­ამ­ზა­დებს და პარ­ლა­მენტს ინი­ცი­ა­ტი­ვის წე­სით წა­რუდ­გენს 1 სექ­ტემ­ბრამ­დე. კა­ნონპ­რო­ექტს პარ­ლა­მენ­ტი გა­ნი­ხი­ლავს და მი­ი­ღებს არა უგ­ვი­ა­ნეს 18 ოქ­ტომ­ბრი­სა.

პუნ­ქტი 12. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის არ­ჩე­ვა

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ას 1 სექ­ტემ­ბრამ­დე შეს­თა­ვა­ზებს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის კან­დი­და­ტუ­რე­ბის შერ­ჩე­ვის ინ­კლუ­ზი­ურ პრო­ცე­დუ­რას, რო­მელ­მაც უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე იმგვა­რი პი­რის წარ­დგე­ნა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა თა­ნაბ­რად მი­სა­ღე­ბი უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის­თვის და შე­სა­ბა­მი­სად, მა­ღა­ლი ლე­გი­ტი­მა­ცი­ით იქ­ნე­ბა არ­ჩე­უ­ლი. კენ­ჭისყრა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ასარ­ჩე­ვად შედ­გე­ბა არა უგ­ვი­ა­ნეს 1 დე­კემ­ბრი­სა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის არ­ჩე­ვა სა­ჭი­რო­ებს სულ მცი­რე 90 პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის მხარ­და­ჭე­რას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ევ­რო­კავ­ში­რის დათ­ქმის შე­სა­ბა­მი­სად მისი არ­ჩე­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა თა­ნაბ­რად არის რო­გორც მმარ­თვე­ლი გუნ­დის, ისე ოპო­ზი­ცი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

დღეს ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით შე­იკ­რი­ბა პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭო და ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა , რო­მე­ლიც გა­გა­ცა­ნით. რო­გორ ნა­ხეთ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი დე­ტა­ლუ­რი გეგ­მა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბით და კონ­კრე­ტუ­ლი ვა­დე­ბით , რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შეს­რულ­დე­ბა თორ­მე­ტი­ვე პუნ­ქტი, რო­მე­ლიც არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

"ინტერპრესნიუსი"