არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა - რა მოხდა ქუთაისში? - კვირის პალიტრა

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა - რა მოხდა ქუთაისში?

ქუთაისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"