"დემნა რომ გავიცანი დამწყები ოპერატორი იყო... როცა მოდის სამყაროში გამოჩნდა, მეგონა რომ ჩემს კოლექციებს ვუყურებდი" - რას ჰყვება ცქვიტინიძე გვასალიაზე? - კვირის პალიტრა

"დემნა რომ გავიცანი დამწყები ოპერატორი იყო... როცა მოდის სამყაროში გამოჩნდა, მეგონა რომ ჩემს კოლექციებს ვუყურებდი" - რას ჰყვება ცქვიტინიძე გვასალიაზე?

ყვე­ლას ახ­სოვს 2018 წელს დემ­ნა გვა­სა­ლი­ას სკან­და­ლუ­რი ყვი­თე­ლი კაბა, რომ­ლის გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გვა­სა­ლია ავთო ცქვი­ტი­ნი­ძემ პლა­გი­ატ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მა­შინ ავთო ამ­ბობ­და, რომ კაბა, რო­მე­ლიც დემ­ნა გვა­სა­ლი­ას 2019 წლის გა­ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ა­შია და რომ­ლი­თაც მი­შელ ობა­მა გა­მოჩ­ნდა, მისი დი­ზა­ი­ნით 2017 წელს შე­იქ­მნა.

"ისა­და, ვინც ჩემ­თან ვერ მო­ას­წა­რით შე­ძე­ნა ამ კა­ბის 2017, შე­გიძ­ლი­ათ ბა­ლენ­სი­ა­გა­ში შე­ი­ძი­ნოთ, ამ ზა­ფხულს მე ყვი­თე­ლის გა­კე­თე­ბას არ ვგეგ­მავ" - და­წე­რა ცქვი­ტი­ნი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე", თუმ­ცა პოს­ტი მა­ლე­ვე აიღო.

michelledemna-2018-12-20-l2oerbydapu2-1656752428.jpg

რო­გორც ახლა გან­მარ­ტავს, მის სტა­ტუსს დიდი აგ­რე­სია მოჰ­ყვა, რის გა­მოც იმ დროს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი გა­ა­უქ­მა. ის იხ­სე­ნებს დემ­ნა გვა­სა­ლი­ას გაც­ნო­ბის დრო­საც. ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის თქმით, დემ­ნა ჯერ კი­დევ ბავ­შვი იყო, რო­დე­საც გა­იც­ნო:

"ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი სკან­და­ლი, რომ­ლის გა­მოც მე "ფე­ის­ბუ­ქიც" გა­ვა­უქ­მე იყო, ჩემი და დემ­ნა გვა­სა­ლი­ას ერთი და იგი­ვე მო­დე­ლი. მე გა­ცი­ლე­ბით ადრე მქონ­და ის მო­დე­ლი, ბესტსე­ლე­რი იყო ის ჩვე­ნი გა­ყიდ­ვე­ბის. იმ პე­რი­ოდ­ში, როცა დემ­ნა პა­ტა­რა იყო, ერ­თა­დერ­თი ფე­შენ მა­ღა­ზია მქონ­და მე და ვი­ყა­ვი ერ­თა­დერ­თი დი­ზა­ი­ნე­რი.

demna-1656752326.jpg

ანუ არის ბავ­შვო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა არც გახ­სოვ­დეს სა­ი­დან რას იმახ­სოვ­რებს ტვი­ნი. ასე რომ დღეს მი­ხა­რია, თუ სად­მე გა­დაკ­ვე­თა არ­სე­ბობს ჩემი და მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ბრენ­დე­ბის, ჩემი და ახალ­ბე­და დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ბრენ­დე­ბის.

იმ პე­რი­ოდ­ში, როცა დემ­ნა გა­მოჩ­ნდა, მე­გო­ნა რომ ჩემს კო­ლექ­ცი­ებს ვუ­ყუ­რებ­დი - სპორ­ტუ­ლი ორე­უ­ლე­ბი, დიდი ჰუ­დე­ბი... ეს ფო­ტო­მა­სა­ლა მაქვს ყვე­ლა­ფე­რი. მე­გო­ნა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ნივ­თი იყო ნაც­ნო­ბი და ეს კაბა იყო პიკი. (გააგრძელეთ კითხვა)