"ოჯახი შეჩვეულია ჩემგან რისკიან გადაწყვეტილებებს..." - რას ჰყვება გუკა რჩეულიშვილი, რომელიც უკრაინაში, ცხელ წერტილში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად იმყოფებოდა - კვირის პალიტრა

"ოჯახი შეჩვეულია ჩემგან რისკიან გადაწყვეტილებებს..." - რას ჰყვება გუკა რჩეულიშვილი, რომელიც უკრაინაში, ცხელ წერტილში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად იმყოფებოდა

128 დღეა რაც უკ­რა­ი­ნა­ში ომი გრძელ­დე­ბა. ცი­ვი­ლუ­ლი სამ­ყა­რო უკ­რა­ი­ნის გვერ­დით დგას. იქ ხში­რად ჩა­დი­ან სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გორც ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­სი­ით, ასე­ვე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ინ­ტე­რე­სით. ჯერ კი­დევ ომის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ეს­ტუმ­რა უკ­რა­ი­ნას შონ პენი, რო­მელ­მაც მას შემ­დეგ იქ კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე იმოგ­ზა­უ­რა. ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი 21-ე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე სას­ტიკ ომზე დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს იღებს.

ერთი დღეა რაც უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და რე­ჟი­სო­რი გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, სა­დაც ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად ცხელ წერ­ტილ­ში ათი დღით ჩა­ვი­და. ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ სურს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დე­ტა­ლი მა­ინც გაგ­ვიმ­ხი­ლა.

ფილ­მი წლის ბო­ლოს გა­მო­ვა. გუ­კას თქმით, მისი უკ­რა­ი­ნა­ში ყოფ­ნის შე­სა­ხებ ახლო მე­გობ­რებ­მაც კი არ იცოდ­ნენ.

guka-1656761584.jpg

გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი:

- ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი უკ­რა­ი­ნა­ში, გუ­შინ ღამე დავ­ბრუნ­დი. ჩემ­თან ერ­თად იყ­ვნენ გოგა დევ­და­რი­ა­ნი და გი­ორ­გი მას­ხა­რაშ­ვი­ლი. დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად წა­ვე­დით. ვი­ყა­ვით კრი­ვოი როგ­ში, კი­ევ­ში, ბუ­ჩა­ში, გოს­ტო­მელ­სა და ხერ­სო­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნას ხომ სა­ერ­თო მტე­რი გვყავს?! ფილ­მი არის იმა­ზე, რომ მე­ტა­ფო­რუ­ლად ვთქვათ, ნგრე­ვის დროს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ნე­ბაც მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს. აქ მხო­ლოდ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე არ არის სა­უ­ბა­რი. ყვე­ლა­ფერს ორი მხა­რე აქვს და სა­უ­ბა­რია, იმა­ზე, რომ ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვამ გა­გაძ­ლი­ე­როს. (გააგრძელეთ კითხვა)